გადაწყვეტილება № 26052/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.12.2025
№ დოკუმენტი 26052/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 26052/2/2025

04 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 20.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26052/2/2025).

 

დავის საგანი:

დაკისრებული ჯარიმის გაუქმება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.08.2025 წლის №006-315 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20387 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 6 248.61 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 4 165.71

ჯარიმა - 2 083

საურავი - 0

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა საკუთარი ან იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობების გაქირავება მართვა. დღგ-ის კვალიფიციურ გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 11 მაისს.

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივლისის №15000 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2024 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 29 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი გარემოებები:

2024 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაცია არის წარდგენილი ნულოვანი სახით, ხოლო გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა აღნიშნულ თვეში. აღნიშნულზე მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. აღსანიშნავია, რომ მომჩივანს 2024 წლის თებერვლის თვის დღგ-ის პირველადი დეკლარაცია სწორად აქვს წარდგენილი და იმავე დღეს დაზუსტებულია ნულოვანი სახის დეკლარაციად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 აგვისტოს №17703 ბრძანება და ამავე თარიღის №006-315 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20387 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2024 წლის თებერვლის თვის დღგ გადაიხადა იმ დღესვე 5.03.2024 წელს (წარმოადგინა საგადახდო დავალება 4,165.72 ლარი) სადაც დანიშნულებაში მითითებულია „თებერვლის თვის დღგ“. ამბობს, რომ არც უფიქრია რაიმეს არ გადახდა, წლებია ყოველთვე იხდის თავის დროზე. მიუთითებს ტექნიკურ ხარვეზზე. ითხოვს დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ 2024 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაცია არის წარდგენილი ნულოვანი სახით, ხოლო გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა აღნიშნულ თვეში, რომელიც შემოწმების მიერ დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, მომჩივანს 2024 წლის თებერვლის თვის დღგ-ის პირველადი დეკლარაცია სწორად აქვს წარმოდგენილი და იმავე დღეს დაზუსტებულია ნულოვანი სახის დეკლარაციად.

მომჩივანი განმარტავს, რომ 2024 წლის თებერვლის თვის დღგ-ის გადაიხადა იმ დღესვე 5.03.2024 წელს (წარმოადგინა საგადახდო დავალება 4,165.72 ლარი) სადაც დანიშნულებაში მითითებულია „თებერვლის თვის დღგ“. არც უფიქრია რაიმეს არ გადახდა, წლებია ყოველთვე იხდის თავის დროზე. მიუთითებს ტექნიკურ ხარვეზზე. ითხოვს დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლებმა საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას დამატებით განაცხადა, რომ მომჩივანმა 2024 წლის თებერვლის თვის დღგ-ის პირველადი დეკლარაცია წარადგინა სწორად, თუმცა რამდენიმე წუთში დააზუსტა დეკლარაცია, წარადგინა ნულოვანი ფორმის და გადაიხადა კუთვნილი გადასახადი. ამასთან, ყველა თვეში იხდის გადასახადს და ადეკლარირებს პირნათლად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით. შესაბამისად, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 6.08.2025 წლის №006-315 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისგან;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული ჯარიმის გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა საკუთარი ან იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობების გაქირავება მართვა. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ 2024 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაცია არის წარდგენილი ნულოვანი სახით, ხოლო გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა აღნიშნულ თვეში, რომელიც შემოწმების მიერ დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, მომჩივანს 2024 წლის თებერვლის თვის დღგ-ის პირველადი დეკლარაცია სწორად აქვს წარმოდგენილი და იმავე დღეს დაზუსტებულია ნულოვანი სახის დეკლარაციად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით. შესაბამისად, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან.

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 269(7);275