გადაწყვეტილება №86471/1/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.05.2024
№ დოკუმენტი 86471/1/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№86471/1/2024

14 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ს 8.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №86471/1/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.07.2023 წლის №19995/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2023 წლის №006-610 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 44 955,83 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 19 541

ჯარიმა - 19 541

საურავი - 5 873,83

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2022 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ჰქონდა დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა - 11 080 962 ლარის ოდენობით. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის, საბანკო ამონაწერის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და სატენდერო ხელშეკრულებების გათვალისწინებით, დადგინდა, რომ დღგ-ის 18%-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა - 11 447 762 ლარი, დეკლარირებულზე 366 800 ლარით მეტი.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის და საგადასახადო კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №006-588 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11969 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 21.07.2023 წლის №19995/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11969 ბრძანება. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 21.07.2023 წლის №19995/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადაწყვეტილების საფუძველზე გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და გაანგარიშებები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა გაუნაშთავი ავანსის ანგარიშ-ფაქტურების და შესაბამისი გაუნაშთავი „ეა“ ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი. მომჩივნის მონაწილეობით შესწავლილი იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია და განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). სულ შემცირებას დაექვემდებარა 78 551 ლარი. ამავდროულად, ვინაიდან გადაანგარიშების შედეგებიდან გამომდინარე, დარჩენილი ჯარიმა მეტი იყო დარიცხულ ძირითად გადასახადზე, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმა შემცირდა დამატებით 4 221 ლარით.

აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 5.12.2023 წლის №006-610 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

როგორც აუდიტორი აღნიშნავს, კომპანიას აქვს 100% დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლები, რომელიც დაბეგრილია სრულად შესაბამის პერიოდებში, ვინაიდან კომპანია ეწევა სამშენებლო სამუშაოებს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ტენდერების შედეგად, აქვს ავანსად დასაბეგრი ოპერაციები, რომლებიც დაბეგრილია შესაბამის პერიოდში და განაშთულია პროექტის დასრულების შემდეგ ასევე პროპორციულად შეთანხმების საფუძველზე შესაბამისად მცირდება დასაბეგრი ბაზა.

2020 წლის ოქტომბერში ეა-17 №----- ანგარიშ-ფაქტურა (სსიპ ------ (------)) თანხით 210 092,85 ლარი, დღგ - 28 008 ლარი, გაქვითულია 2020 წლის ივლისის თვეში ავანსად დაბეგრილი ავ-13 №------თანხით 431 648,85 ლარი, დღგ 65 844,74 ლარი შესრულებული ნაწილი 155 601 ლარი დღგ-ის გარეშე, დღგ 28 008 ლარი.

2021 წლის აპრილის თვეში, ------, ეა-72 №------ანგარიშ-ფაქტურა, თანხით 110 690,55 ლარზე, გაქვითულია 2020 წლის დეკემბრის ავ-13 №----- თანხით 300 000 ლარი, დღგ 45 762,71 ლარით დაბეგრილი და აპრილში შესრულებული ნაწილი თანხით 41 173,83 ლარი დღგ-ის გარეშე, დღგ 7 411,29 ლარი.

2021 წლის ივლისის თვეზე დეკლარირებულია 159 276 ლარი დღგ-ის გარეშე, სერია „ეა“ ანგარიშფაქტურები, დღგ-ის გარეშე 187 384 ლარი, განაშთულია ავანსების პროპორციულად ავ-13 №-----, სულ შესამცირებელი დღგ-ის თანხა 5 059,34 ლარი. ყველა შემცირება ასახულია შესაბამისი დეკლარაციის მე-4 გვერდზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საბჭოს 21.07.2023 წლის №19995/2/2023 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადაწყვეტილების საფუძველზე გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და გაანგარიშებები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა გაუნაშთავი ავანსის ანგარიშ-ფაქტურების და შესაბამისი გაუნაშთავი „ეა“ ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი. მომჩივნის მონაწილეობით შესწავლილი იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია და განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). სულ შემცირებას დაექვემდებარა 78 551 ლარი. ამავდროულად, ვინაიდან გადაანგარიშების შედეგებიდან გამომდინარე, დარჩენილი ჯარიმა მეტი იყო დარიცხულ გადასახადზე, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმა შემცირდა დამატებით 4 221 ლარით.

მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, აუდიტორის მიერ დაბეგვრა განხორციელებულია განსხვავებულ პერიოდებში და რის შედეგად უსაფუძვლოდ დარიცხულია დაახლოებით 19 000 ლარის ოდენობით ჯარიმა. ასევე საწარმოს ჰქონდა მიღებული ავანსის ანგარიშ-ფაქტურები, შესრულება იყო ეტაპობრივი და ხდებოდა ეტაპობრივი განაშთვა, რაც არ გაითვალისწინა აუდიტორმა და სრული თანხები დაბეგრა შემდეგ, რაზეც შესწავლის დროს განმარტა, რომ თითქოს საბჭოს გადაწყვეტილებით დავალებული არ ყოფილა. დღგ-ის საკითხების დოკუმენტურად შესწავლის შედეგეად ირკვვა, რომ საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. გამოდის, რომ ავანსიც და მიწოდებაც 2-ჯერ დაბეგრილია დღგ-ით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხი შეისწავლოს დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების და საბჭოს 21.07.2023 წლის №19995/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2023 წლის №006-610 საგადასახადო მოთხოვნა;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს სადავო საკითხი საბჭოს 21.07.2023 წლის №19995/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.07.2023 წლის №19995/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №006-588 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11969 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 21.07.2023 წლის №19995/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადაწყვეტილების საფუძველზე გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და გაანგარიშებები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა გაუნაშთავი ავანსის ანგარიშ-ფაქტურების და შესაბამისი გაუნაშთავი „ეა“ ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი. მომჩივნის მონაწილეობით შესწავლილი იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია და განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). სულ შემცირებას დაექვემდებარა 78 551 ლარი. ამავდროულად, ვინაიდან გადაანგარიშების შედეგებიდან გამომდინარე, დარჩენილი ჯარიმა მეტი იყო დარიცხულ ძირითად გადასახადზე, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმა შემცირდა დამატებით 4 221 ლარით.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხი შეისწავლოს დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების და საბჭოს 21.07.2023 წლის №19995/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით 161 (1 „ა.ბ.დ“)