N 9206 - 26/03/2020 - „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
შემოსავლების სამსახურის
ბრძანება №9206
2020 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგ შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. 2020 წლის 23 მარტის მდგომარეობით და მას შემდეგ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე აღრიცხული საგადასახადო ვალდებულებები/სანქციები პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე გადატანილ იქნეს:
ა) საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან 31-ე დღეს, თუ პირს აღნიშნულ ვადამდე არ გაუსაჩივრებია საგადასახადო/საბაჟო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება;
ბ) საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან 21-ე დღეს, თუ პირს აღნიშნულ ვადამდე არ გაუსაჩივრებია დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება.“
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე