ბრძანება N 32242

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.12.2023
№ დოკუმენტი 32242
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 32242

21 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 3 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №129) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2023 წლის 3 ნოემბრის №84624/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №086-53 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებისას შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს და აღნიშნავს, რომ მისი გაანგარიშებით დოკუმენტური ფასნამატი გაცილებით ნაკლებია შემმოწმებლის მიერ განსაზღვრულ წლიურ საშუალო ფასნამატზე. მომჩივნის განმარტებით, 25%-ზე მეტი ფასნამატი ავტომანქანის ნაწილებსა და ზეთების (საწვავსაპოხი მასალები) მხოლოდ ნაწილზე აქვს, ხოლო სხვა დანარჩენ საქონელზე ფასნამატი მაქსიმუმ 20-25%-ის ფარგლებშია. ითხოვს პროდუქციის კატეგორიებად დაჯგუფებას და ფასნამატის დაზუსტებას.

2. მომჩივანი ითხოვს მიეცეს გონივრული ვადა, რათა გამოითხოვოს დღგ-ის გადამხდელი მომწოდებლებისგან შეძენილ სმფ-ებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზეც უნდა განხორციელდეს დღგ-ის ჩათვლა. გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში არ ჰქონდა გამოთხოვილი მომწოდებლების მიერ გამოწერილი ყველა საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რის გამოც ჩასათვლელ თანხად განესაზღვრა რეალურ მონაცემზე ნაკლები ოდენობა.

3. გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით;

4. ითხოვს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 აგვისტოს №20383 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ ------- (პ/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 აგვისტოს №20383 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 5 ოქტომბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 276 ლარით, მათ შორის, გადასახადი 180 ლარით და ჯარიმა 96 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 10 ოქტომბრის №086-53 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

„შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული მომწოდებლების მიერ დადასტურებული იქნა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები 180 ლარის ოდენობით და შესაბამისად, შემოწმების მიერ განხორციელდა აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.“

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2023 წლის 17 აგვისტოს №20383 ბრძანებით გადამხდელს მიეცა წინადადება, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე შედგენილი დასკვნის მიხედვით, გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც განხორციელდა აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება სულ 276 ლარით, მათ შორის, გადასახადი 180 ლარით და ჯარიმა 96 ლარით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ პირველი სადავო საკითხის, კერძოდ, შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატის ხელახალი გაანგარიშების მოთხოვნის ნაწილში გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 აგვისტოს №20383 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხი გადამხდელს 2023 წლის 10 ივლისის საჩივრით არ გაუხდია სადავო, შესაბამისად, აღნიშნული სადავო საკითხები არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება

1. საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებისას შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს;

2. მომჩივანი ითხოვს მიეცეს გონივრული ვადა, რათა გამოითხოვოს დღგ-ის გადამხდელი მომწოდებლებისგან შეძენილ სმფ-ებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზეც უნდა განხორციელდეს დღგ-ის ჩათვლა;

3. გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას;

4. ითხოვს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 აგვისტოს №20383 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 5 ოქტომბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 10 ოქტომბრის №086-53 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)