გადაწყვეტილება №22517/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 27.05.2024
№ დოკუმენტი 22517/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22517/2/2024

27 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს -------- (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს “------”-ის 9.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22517/2/2024).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2023 წლის №033-9 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №31889 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 128 948 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 74 569

დღგ - 31374

საშემოსავლო - 43 195

ჯარიმა - 36 769

საურავი - 17 610

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2023 წლის №24919 ბრძანება და №033-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №31889 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 15.03.2024 წლის №------21-04 წერილით და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ავტორიზებულ მომხმარებლის გვერდზე ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გაცნობია. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, განხორციელდა ბრძანების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 2024 წლის 23 იანვარს, ჩაბარებულად ჩაითვალა 12.02.2024 წელს.

სადავო აქტების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 4.03.2024 წელი (ორშაბათი), ხოლო დავების განხილვის საბჭოში საჩივარი წარმოდგენილია ელექტრონულად 9.03.2024 წელს, საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

ამასთან, გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია და ეთხოვა წერილობით წარმოედგინა არგუმენტაცია და მტკიცებულებები გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, თუმცა მომჩივანს არ წარმოუდგენია არანაირი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. სატელეფონო კომუნიკაციის დროს განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საჩივრის წარმოდგენა, რისი დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2023 წლის №24919 ბრძანება და №033-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №31889 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44(9.10); 299(10); 301( „ე“); 305(1);