ბრძანება N 15481
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15481
09 ივლისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- (პ/ნ -----) (მის.: -----)
2025 წლის 9 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 ივლისის სხდომაზე (ოქმი N 53), განიხილა ----- (პ/ნ -----) N 89367/21 (N 565984) საჩივარი, რომელიც ეხება 2023 წლის 15 თებერვლის N 20010/----- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხულ გადასახადს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივნისის N 21-10-20/42426 გადაწყვეტილებას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივნისის N 21-10-20/42426 გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ თანხის გადაუხდელობის გამო არასწორად და უსამართლოდ აქვს დავალიანება. 2023 წლის მარტში არ აქვს გამოწერილი არანაირი ამანათი და არც არანაირი განბაჟების თანხა ჰქონია გადასახდელი. ასევე მიუთითებს, რომ არ იყო ინფორმირებული დავალიანების შესახებ.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს დავალიანების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 15 თებერვალს საფოსტო გადამზიდავ სს „-----“ მიერ ----- კუთვნილ N ----- საფოსტო გზავნილზე, წარდგენილი ინვოისის საფუძველზე დარეგისტრირდა N -----/----- საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4, რომლით დარიცხული იმპორტის გადასახდელები წარმოადგენს ----- მიერ ხელმოწერით დადასტურებულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებას.
----- კუთვნილი საქონლის (ტანსაცმელი, ჩანთა) ღირებულება აღემატებოდა 300 ლარს (457.23 ლარი) და ვინაიდან N -----/----- საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 510.81 ლარი, გადამხდელს დაერიცხა დღგ 91.25 ლარი.
----- 2025 წლის 6 ივნისს N -----/21 (-----) განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა დავალიანების გაუქმება. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივნისის N 21-10-20/----- წერილით მომჩივანს ეცნობა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და განემარტა, რომ N ------/----- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელები წარმოადგენს მის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებას. შესაბამისად, უარი ეთქვა განცხადებაში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის მე-8 მუხლით დადგენილია, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.
ამავე მუხლის მიხედვით, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 62-ე მუხლით, საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე იმპორტის გადასახდელი გადაიხდება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად იმპორტის გადასახადის გადახდისათვის დადგენილ ვადაში.
ამავე კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილით დადგენილია, რომ დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.
ამავე კოდექსის 272–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
დადგენილია, რომ 2023 წლის 15 თებერვალს ----- კუთვნილი ----- საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე, წარდგენილი ნასყიდობის დოკუმენტის საფუძველზე საფოსტო გადამზიდავის მიერ შეივსო და დარეგისტრირდა N -----/----- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომლის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 510.81 ლარი, გადამხდელს დაერიცხა დღგ 91.25 ლარი. ამდენად, საგადასახადო დავალიანების დარიცხვის საფუძველი არის საბაჟო დეკლარაცია, რაც წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის ეკისრება საურავი.
საგულისხმოა ასევე, რომ საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ში შეტანილი მონაცემების (მათ შორის საქონლის დასახელება, საქონლის რაოდენობა, საქონლის სეს ესნ კოდი, საქონლის ღირებულება, ტრანსპორტირების და სხვა ხარჯი, სატარიფო ღირებულება, დარიცხული დღგ-ის ოდენობა) სისწორე დადასტურებულია დეკლარანტის (მოცემულ შემთხვევაში -----) მიერ საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ის შესაბამის გრაფაში შესრულებული ხელმოწერით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტი და 2023 წლის 15 თებერვლის N -----/----- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხულ დღგ სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- (პ/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს დავალიანების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომჩივანის კუთვნილი საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე, წარდგენილი ნასყიდობის დოკუმენტის საფუძველზე საფოსტო გადამზიდავის მიერ შეივსო და დარეგისტრირდა საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომლის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 510.81 ლარი, გადამხდელს დაერიცხა დღგ 91.25 ლარი.
გადაწყვეტილება:
ფორმა 4-ში შეტანილი მონაცემების (მათ შორის საქონლის დასახელება, საქონლის რაოდენობა, საქონლის სეს ესნ კოდი, საქონლის ღირებულება, ტრანსპორტირების და სხვა ხარჯი, სატარიფო ღირებულება, დარიცხული დღგ-ის ოდენობა) სისწორე დადასტურებულია დეკლარანტის მიერ საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ის შესაბამის გრაფაში შესრულებული ხელმოწერით რაც სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 199 (დ;ვ).