ბრძანება N 20852

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.09.2025
№ დოკუმენტი 20852
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20852

25 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ "-------"-ის (ს/ნ "-------")

(მის.: "-------")

2025 წლის 18 ივნისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3, 24 ივლისს, 7 აგვისტოსა და 18 სექტემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმები №52, №59, №64 და №78) განიხილა ფ/პ "-------"-ის (ს/ნ "-------") №94410/21 და №94523/01 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის №011-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებულ უძრავი ქონების საბაზრო ფასსა და ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაში არ არის მითითებული კონკრეტული საფუძველი, თუ რატომ არ იქნა გამოყენებული ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარდგენილი უძრავი ქონების ღირებულების ახალი შეფასების დასკვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგების თავიდან გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 მაისის №8710 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მარტის №011-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 18 და 24 ივნისის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ფ/პ"-------"-ის (პ/ნ "-------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. ფ/პ "-------"(პ/ნ "-------"), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მარტის №011-12 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 მაისის №8710 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 8 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები სულ შემცირდა 30 056 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 19 მაისის №011-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

აუდიტის დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად, აღმოჩენილი გარემოებებიდან გამომდინარე (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით) განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ქონების პირველადი შეფასებიდან, შემოწმების მიერ განისაზღვრა ერთი კვადრატული მეტრის ფასი წლების მიხედვით და გათვალისწინებულ იქნა აღნიშნული მაჩვენებელი საჯარო რეესტრში დაფიქსირებული, განახლებული, ფართობის ქონების ღირებულების დათვლისთვის.

ასევე, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების მიხედვით განხორციელდა დარიცხული ჯარიმისა/საურავის (გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის) შემცირება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ ქონებაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გაანგარიშება ხორციელდება საგადასახადო პერიოდის განმავლობაში ამ ქონების მის საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-16 ნაწილის თანახმად, ოჯახი არის პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.

ამავე კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის თანახმადაც, აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 მაისის №8710 ბრძანება, რომლის თანახმადაც აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის სრულყოფილად აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 მაისის №8710 ბრძანება, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა მხოლოდ ქონების ფართობის ცვლილების საკითხი, თუმცა არ განხორციელებულა გადასახადის გადამხდელის მიერ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსთვის წარდგენილი უძრავი ქონების ღირებულების ახალი შეფასების დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მისი გათვალისწინება.

საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი ახალი შეფასების ექსპერტიზის დასკვნა ქონების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი ახალი შეფასების ექსპერტიზის დასკვნა ქონების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებულ უძრავი ქონების საბაზრო ფასსა და ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგების თავიდან გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ქონების პირველადი შეფასებიდან, შემოწმების მიერ განისაზღვრა ერთი კვადრატული მეტრის ფასი წლების მიხედვით და გათვალისწინებულ იქნა აღნიშნული მაჩვენებელი საჯარო რეესტრში დაფიქსირებული, განახლებული, ფართობის ქონების ღირებულების დათვლისთვის. ასევე, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების მიხედვით განხორციელდა დარიცხული ჯარიმისა/საურავის შემცირება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი ახალი შეფასების ექსპერტიზის დასკვნა ქონების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

201,202.