N 1989 - 02/02/2026 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 02.02.2026
№ დოკუმენტი 1989
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №1989

2026 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9):

 

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ო1“ ქვეპუნტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო2“ ქვეპუნქტი:

„ო2) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების სიგარეტისთვის კვოტირებული განაკვეთის გამოყენების მიზნით, კვოტის გამოყოფის თაობაზე პირის მიერ წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას და გადაწყვეტილების მიღებას;“;

 

ბ) მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების სიგარეტისთვის კვოტირებული განაკვეთის გამოყენების მიზნით, კვოტის გამოყოფის თაობაზე პირის მიერ წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და დეპარტამენტის უფროსისთვის ხელმოსაწერად წარდგენა;“.

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხალმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

სამსახურის უფროსი

ირაკლი ბერაია

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე