ბრძანება N 24827

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.11.2025
№ დოკუმენტი 24827
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24827

11 ნოემბერი 2025

ბრძანება

შპს ,,-------” (ს/ნ ,,-------”)

(მის.: ,,-------”)

2025 წლის 14 სექტემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა შპს ,,------” (ს/ნ ,,-------”) 2025 წლის 14 სექტემბრის №97979/1/2025 და №25853/2/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 აგვისტოს №007-222 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, მაგრამ წარმოდგენილ საჩივრებში არ აქვს მითითებული არგუმენტები, მათ შორის არც საჩივრების ზეპირ განხილვაზე წარმოუდგენია კონკრეტული არგუმენტები/მტკიცებულებები.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 მაისის №9256 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 დეკემბრის №007-298 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 21 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „------“ (ს/ნ ,,-------”) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 მაისის №9256 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 7 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც არ შემცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 12 აგვისტოს №007-222 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შპს „-------“ (ს/ნ ,,-------”) შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 მაისის ბრძანებას №9256 გაეცნო 2025 წლის 13 მაისს, 2025 წლის 28 მაისს გადამხდელმა წარმოადგინა წერილობითი პოზიცია, რომ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარსადგენია საბუღალტრო პროგრამის ასლი, ხოლო პროგრამის ტექნიკური ხარვეზის გამო მისი გადმოტვირთვა ვერ ხერხდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხარვეზის აღმოფხვრისა და პროგრამის ტექნიკურად გამართვის მიზნით, გადამხდელი ითხოვდა მტკიცებულებების წარდგენის ვადის გაგრძელებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2025 წლის 17 ივნისის №12567 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება 2025 წლის 8 მაისის №9256 ბრძანებაში და შპს „-------“ (ს/ნ ,,-------”) აუდიტის დეპარტამენტისთვის სათანადო მტკიცებულებების წარდგენის ვადა განესაზღვრა ამ ბრძანების ჩაბარების დღიდან 15 კალენდარული დღე. აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2025 წლის 17 ივნისს, თუმცა საგადასახადო შემოწმებისთვის მტკიცებულებების წარდგენა არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ 2025 წლის 17 ივნისის №12567 ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი 2025 წლის 8 მაისის №9256 ბრძანებაში და გადასახადის გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტისთვის სათანადო მტკიცებულებების წარდგენის ვადა განესაზღვრა ამ ბრძანების ჩაბარების დღიდან 15 კალენდარული დღე, თუმცა გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმებისთვის მტკიცებულებების წარდგენა არ მომხდარა. შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე, მათ შორის საჩივრების ზეპირ განხილვაზე, არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ,,-------” (ს/ნ ,,-------”) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელმა წარმოადგინა წერილობითი პოზიცია, რომ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარსადგენია საბუღალტრო პროგრამის ასლი, ხოლო პროგრამის ტექნიკური ხარვეზის გამო მისი გადმოტვირთვა ვერ ხერხდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხარვეზის აღმოფხვრისა და პროგრამის ტექნიკურად გამართვის მიზნით, გადამხდელი ითხოვდა მტკიცებულებების წარდგენის ვადის გაგრძელებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეტანილ იქნა ცვლილება 2025 წლის 8 მაისის №9256 ბრძანებაში და მოჩივანს აუდიტის დეპარტამენტისთვის სათანადო მტკიცებულებების წარდგენის ვადა განესაზღვრა ამ ბრძანების ჩაბარების დღიდან 15 კალენდარული დღე. აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2025 წლის 17 ივნისს, თუმცა საგადასახადო შემოწმებისთვის მტკიცებულებების წარდგენა არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).