გადაწყვეტილება №24450/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 06.02.2025
№ დოკუმენტი 24450/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 24450/2/2024

06 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: : შპს -------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------- 15.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24450/2/2024).

 

დავის საგანი:

დაუბეგრავი საგადახადო ანგარიშ-ფაქტურების დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.06.2024 წლის №007-18 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16817 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 25 212.89 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 24 772.03

საურავი - 440.86

 

ფაქტების აღწერა

2024 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში მომჩივნის მიერ გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის შესწავლის შედეგად გამოიცა 20.06.2024 წლის №007-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურში 16.07.2024 წლის №16817 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 15.10.2024 წლის №23752/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა კვლავ მომართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს იმავე აქტების გაუქმების მოთხოვნით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

მომჩივანი წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს დარიცხვის გადავადებას, მიღება-ჩაბარების აქტის კორექტირებამდე.

საქმის მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.06.2024 წლის №007-18 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16817 ბრძანება 15.12.2024 წელს გასაჩივრდა (საჩივარი №24450/2/2024) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს მიერ ამავე აქტებზე მიღებულია 15.10.2024 წლის №23752/2/2024 გადაწყვეტილება, საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე.

ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაუბეგრავი საგადახადო ანგარიშ-ფაქტურების დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.06.2024 წლის №007-18 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16817 ბრძანება 15.12.2024 წელს გასაჩივრდა (საჩივარი №24450/2/2024) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს მიერ ამავე აქტებზე მიღებულია 15.10.2024 წლის №23752/2/2024 გადაწყვეტილება, საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;301(ზ)