ბრძანება N 8391
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8391
08 აპრილი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ------- (ს/ნ ---------------)
(მის.: ----------------------------)
2026 წლის 18 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის პირველი აპრილის სხდომაზე (ოქმი №28) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 18 მარტის №26932/2/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 თებერვლის №028-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს დამფუძნებელის მიერ კაპიტალში შეტანილ და შემდგომ პერიოდებში უკან დაბრუნებულ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლით დარიცხული თანხების მოხსნას. განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადატურებულია, რომ საწარმოს არა მარტო გააჩნდა, არამედ მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი იყო საწყისი კაპიტალის არსებობა. აცხადებს, რომ აუდიტს 2021 წლის 1 იანვრისთვის კაპიტალის ნაშთის არსებობის ეჭვქვეშ დაყენებას არანაირი საფუძველი არ აქვს. იმის მიუხედავად, რომ 2019 წლის და 2020 წლის პირველი კვარტლის საანგარიშო პერიოდის შესწავლის შემდეგ ამ ვარაუდს არავითარი ობიექტური მიზეზი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ თუ შემმოწმებელი მაინც ვარაუდობდა, რომ ხანდაზმულ პერიოდში საწარმოს უფლებამოსილ პირებს მიღებული ჰქონდათ თანხები, რომლებიც არ იყო დაბეგრილი გადახდის წყაროსთან, ფაქტია რომ აღნიშნული თანხებით არ ფიქსირდება არც საწარმოს საწყისი კაპიტალის შემცირება და 2021 წლის 1 იანვარს შეადგინა იგივე თანხა, რაც ფიქსირდება საქმიანობის დასაწყისში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 11 ივნისის №12194 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----“ (ს/ნ -----) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. შპს „----“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 11 ივნისის №12194 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 11 თებერვალს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 41 108 ლარი, მათ შორის: გადასახადი 27 405 ლარი, ჯარიმა 13 703 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 19 თებერვლის №---- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება,რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის სრულად იქნა წარდგენილი შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული მტკიცებულებები. კერძოდ, წარდგენილია დაფუძნების დღიდან შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისამდე (01.01.2021) ბუღალტრული პროგრამის ბაზის ასლი, ასევე, მცირე მეწარმეებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით წარდგენილია ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. გარდა ამისა, გადამხდელის მიერ წარდგენილია მის ძირითად დამკვეთთან (შპს „-----“) გაფორმებული ხელშეკრულებები და ფორმა 2-ები. შემოწმების მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საწყისი კაპიტალის ნაშთის საჭიროების დადგენის მიზნით, ხარჯებში გათვალისწინებას დაექვემდებარა ფორმა 2-ებით დადასტურებული ხარჯები. აღნიშნულის შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტი დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც გათვალისწინებულ იქნა ფორმა 2-ებით დადასტურებული ხარჯები.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს დამფუძნებელის მიერ კაპიტალში შეტანილ და შემდგომ პერიოდებში უკან დაბრუნებულ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლით დარიცხული თანხების მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც გათვალისწინებულ იქნა ფორმა 2-ებით დადასტურებული ხარჯები. საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304(21)