ბრძანება N 13281
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13281
13.06.2023
შპს ,,---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ----) (2023 წლის 10 თებერვლი
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი №61) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) №79036/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის №006-20 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ,1. არამართებულად მიიჩნევს გაცხადებული ფასის 25%-ზე მოგების გადასახადის დარიცხვას. ითხოვს შემოწმების მიერ სხვა ანალოგიური ბიზნესის განმახორციელებელი პირებისგან მიღებული მონაცემებით დადგენილი ჯართის შეძენის ღირებულების 100%-ის ოდენობით ხარჯად აღიარებას და შესაბამისად, დარიცხული მოგების გადასახადის გადაანგარიშებას
2. არ ეთანხმება დირექტორზე გაცემულ სესხად განხილულ თანხაზე 20%-იანი განაკვეთის გამოყენებას. ითხოვს სესხის პროცენტის სარგებლის გადაანგარიშებას ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი განაკვეთით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 5 თებერვლის №1647 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 18 ნოემბრის №006-647 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2022 წლის 23 ნოემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. შპს ,,---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, კერძოდ, ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულების განსაზღვრის მიზნით, იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით ანალოგიური ბიზნესის მწარმოებელ, სხვა გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების/საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი ფასების მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 5 თებერვლის №1647 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 25 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 652 551 ლარით, მათ შორის გადასახადი 435 034 ლარით და ჯარიმა 217 517 ლარით. აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 2 თებერვლის №006-20 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 5 თებერვლის №1647 ბრძანების შესაბამისად, ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულება განისაზღვრა ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით ანალოგიური ბიზნესის მწარმოებელ, სხვა გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი ფასების მიხედვით. აღნიშნული ხარჯები მიჩნეულ იქნა გაცხადებულ ხარჯად (გადამხდელს არ გააჩნია შეძენის დოკუმენტები). შედეგად, ხარჯების გათვალისწინებით, დაკორექტირდა - შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებული თანხის ოდენობა, რამაც გამოიწვია დარიცხული თანხების შემცირება მოგების გადასახადში და ხელფასად დაკვალიფიცირებული უპროცენტო სესხის სარგებელზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადში. გამომდინარე იქიდან, რომ გადაანგარიშებით გაიზარდა ფიზიკური პირებისგან ჯართის შეძენაზე გაწეული ხარჯის ოდენობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით, გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 3%. ამასთან, „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში სხვაობის დაბეგვრის შესახებ" შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 ნოემბრის N39866 ბრძანებით დამტკიცებული №6 დანართის მიხედვით, გადამხდელის მიერ გაცხადებულ და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯებს შორის დადებითი სხვაობა, ხარჯის ფაქტობრივად გაწევის პერიოდ(ებ)ში განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯად მიიჩნევა გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75%, თუ გაწეული ხარჯის ოდენობის დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია. შესაბამისად, გადამხდელს გაცხადებული ხარჯის 25 პროცენტზე დამატებით დაერიცხა მოგების გადასახადი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულება განისაზღვრა ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით ანალოგიური ბიზნესის მწარმოებელ, სხვა გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი ფასების მიხედვით. გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელს არ გააჩნია შეძენის დოკუმენტები, აღნიშნული ხარჯები მიჩნეულ იქნა გაცხადებულ ხარჯად. შედეგად, შემცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებული თანხის ოდენობა, რამაც გამოიწვია დარიცხული თანხების შემცირება მოგების გადასახადში და ხელფასად დაკვალიფიცირებული უპროცენტო სესხის სარგებელზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადში. ამასთან, გადამხდელის მიერ გაცხადებულ და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯებს შორის დადებითი სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით.
რაც შეეხება საწარმოს დირექტორზე სესხად დაკვალიფიცირებულ თანხაზე 20%-იანი საპროცენტო განაკვეთის გამოყენების საკითხს, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ თავდაპირველად წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად არ იყო მითითებული აღნიშნული გარემოება, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულება განისაზღვრა ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით ანალოგიური ბიზნესის მწარმოებელ, სხვა გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი ფასების მიხედვით. გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელს არ გააჩნია შეძენის დოკუმენტები, აღნიშნული ხარჯები მიჩნეულ იქნა გაცხადებულ ხარჯად. შედეგად, შემცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებული თანხის ოდენობა, რამაც გამოიწვია დარიცხული თანხების შემცირება მოგების გადასახადში და ხელფასად დაკვალიფიცირებული უპროცენტო სესხის სარგებელზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადში. ამასთან, გადამხდელის მიერ გაცხადებულ და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯებს შორის დადებითი სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით.
გადაწყვეტილება
გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 304 (21).