ბრძანება N 15998
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15998
15 ივლისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------------ის“ (ს/ნ -------------------)
(ფაქტ. მის.: ---------------------------------;
იურ. მის.: -----------------------------------)
2025 წლის 9 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა შპს „-------------ის“ (ს/ნ -------------------) 2025 წლის 9 ივნისის №96129/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მაისის №005- 51 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ კომპანია ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში, ხოლო საწარმოს შემოსავალს წარმოადგენს შპს „------ის“ პროგრამაში გენერირებულ შემოსავალს გამოკლებული ხარჯი და გაუნაწილებელი მოგების 50%. საჩივარზე დანართის სახით წარმოადგენს საქონლის რეალიზაციის რეესტრს, მოგება-ზარალის უწყისს, ასევე, იჯარის ხელშეკრულებას და ითხოვს აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე დაკორექტირდეს დარიცხული თანხები, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის შემოსავალს წარმოადგენს წმინდა მოგების 50%, შემმოწმებელმა უნდა შეადაროს წმინდა მოგების 50% დეკლარაციაში მითითებულ დღგ-ით დაბეგრილ თანხებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5185 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------------ის“ (ს/ნ -------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის 12 ივლისიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის პირველ მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 14 მაისის №9491 ბრძანება და ამავე თარიღის №005-51 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 59 687 ლარი, მათ შორის, გადასახადი 37 678 ლარი, ჯარიმა 18 839 ლარი, საურავი 3 170 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს შპს „-----თან“ გაფორმებული აქვს ქვეიჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მეიჯარე მოიჯარეს დროებით მფლობელობაში და სარგებლობაში გადასცემს მის მფლობელობაში არსებულ ქონებას, კერძოდ, ქალაქ ---ში, -----ე (N----) მდებარე შენობის მე-- სართულზე არსებულ რესტორნის, ვერანდის და აუზის ტერიტორიის ფართს. მოიჯარეს ქონება გადაეცემა კომერციული მიზნებისათვის. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია სს „-----ის“ ამონაწერები. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში განხორციელდა 2023 წლის 12 ივლისიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებულ ოპერაციების ანალიზი და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არასწორად აქვს დეკლარირებული დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით საკონტროლო-სალარო აპარატით და პოსტერმინალით განხორციელებული ოპერაციები სრულად იქნა ასახული შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს არასწორად ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა, შესაბამისად, შემოწმების მიერ საკონტროლოსალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ოპერაციები სრულად იქნა ასახული შესაბამის საანგარიშო პერიოდებში.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების შესაბამისად, შპს „------ს“ ჰქონდა საბანკო და საგადასახადო პრობლემები, ამიტომ შპს „--------ის“ ანგარიშზე ირიცხებოდა შპს „------ის“ კუთვნილი შემოსავალი (ძირითადად ტერმინალით), ასევე გადასახადის გადამხდელის საკონტროლო-სალარო აპარატზე გამოწერილია ჩეკები, რომელიც ეკუთვნის შპს „-------ს“. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია შპს „-----თან“ გაფორმებული ხელშეკრულება და ყოველთვიური მოგებაზარალის უწყისები, რომელთა მიხედვით გენერირდება გადასახადის გადამხდელის დასადეკლარირებელი (18%-ით დასაბეგრი) შემოსავალი, თუმცა, აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დგინდება გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები სინამდვილეში ეკუთვნოდა თუ არა შპს „--------ს“.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------------ის“ (ს/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე დაკორექტირდეს დარიცხული თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №5185 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის 12 ივლისიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №9491 ბრძანება და №005-51 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 59 687 ლარი, მათ შორის, გადასახადი 37 678 ლარი, ჯარიმა 18 839 ლარი, საურავი 3 170 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს გაფორმებული აქვს ქვეიჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მეიჯარე მოიჯარეს დროებით მფლობელობაში და სარგებლობაში გადასცემს მის მფლობელობაში არსებულ ქონებას, მოიჯარეს ქონება გადაეცემა კომერციული მიზნებისათვის. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში განხორციელდა 2023 წლის 12 ივლისიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებულ ოპერაციების ანალიზი და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არასწორად აქვს დეკლარირებული დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით საკონტროლო-სალარო აპარატით და პოსტერმინალით განხორციელებული ოპერაციები სრულად იქნა ასახული შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1 და მე-2); 164(1); 168(1);