ბრძანება N 21078

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.09.2024
№ დოკუმენტი 21078
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21078

26 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------)

(მის: -----------------------------------)

2024 წლის 29 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N99) განიხილა ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) №23818/2/2024 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის №17739 ბრძანებას (2024 წლის 30 ივლისის N028-15 საგადასახადო მოთხოვნა).

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ივლისის №16799 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებს და როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, ითხოვს დარიცხული თანხის შემცირებას.

 

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, “მარაგების მართვის ქეისმენეჯმენტის” პროგრამის 2024 წლის 11 მარტის N131807 დავალების საფუძველზე (III პროცედურა), 2024 წლის 12 მარტს გამოცემული „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების შესახებ“ N5282 ბრძანებით, ჩატარდა ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ი/მ -----------ი (ს/ნ -----------------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 17 მარტს. 2021 წლის 1 მაისიდან მინიჭებული აქვს მცირე მეწარმის სტატუსი. გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს მეორადი საბურავებით ვაჭრობა. გადამხდელს თავის საკუთრებაში გააჩნია ერთი საკონტროლო–სალარო აპარატი საქარხნო ნომრით: ------- (რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ------- ქ. N-).

ინვენტარიზაციის დაწყებისას ი/მ -----------მა (ს/ნ -----------------) განაცხადა, რომ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა შემდეგ მისამართზე: ქ. ------- ქ. N-. ასევე, განაცხადა, რომ მის საკუთრებაში არსებული სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები განთავსებული აქვს მხოლოდ აღნიშნულ მისამართზე და სხვა სავაჭრო ობიექტი ან სათავსო არ გააჩნია. ასევე განმარტა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული – ჩამოწერილი აქვს გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე.

2024 წლის 12 მარტს ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) კუთვნილ ობიექტში განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 12 მარტის N5282 ბრძანებით, ინვენტარიზაციის პროცედურების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია. გადამხდელის მიერ წერილობითი ფორმით იქნა განსაზღვრული გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი საინვენტარიზაციო კომისიაში - ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) .

ინვენტარიზაცია დაიწყო 2024 წლის 12 მარტს, ხოლო მასალების დამუშავება და შედეგების გამოყვანა დამთავრდა 2024 წლის 10 ივნისს. საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო– მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის აღწერა. ჩატარებული აღწერის მონაცემები კომისიის მიერ შეტანილ იქნა “სასაქონლო– მატერიალური ფასეულობების აღწერის შესახებ” ოქმში (დანართი N16).

ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) ) კუთვნილ ობიექტში 2024 წლის 12 მარტის მდგომარეობით აღმოჩნდა სულ 256345 ლარის ღირებულების სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, შედგენილ იქნა ოქმი „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ – დანართი N19– ის I და II ცხრილები. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შედგენილი იქნა ასევე „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ ოქმი (დანართი N21). მისი შესწავლისა და მითითებული პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების რეკვიზიტების გადამოწმების შემდეგ, აღურიცხველი სმფ–ები არ გამოვლენილა, ხოლო ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ–ების პირვანდელმა ღირებულებამ (დანართი N21–ის მე–6 სვეტის ჯამი) შეადგინა 96827.08 ლარი.

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და საგადასახადო ორგანოში არსებული მონაცემების საფუძველზე, შედგენილ იქნა ოქმი „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ – დანართი N19–ის I და II ცხრილები. კერძოდ, გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემები და დაშვებები:

- საანგარიშო პერიოდად აღებული იქნა პერიოდი 2021 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 4 მარტამდე (ინვენტარიზაციის დაწყების მომენტი);

- საანგარიშო პერიოდის სმფ-ების საწყისი ნაშთი – 0 ლარი;

- საანგარიშო პერიოდის განმავლობაში იმპორტით შეძენილი სმფ-ების პირვანდელი ღირებულება – 235947,96 ლარი – შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით;

- საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 2021 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე გადამხდელის მიერ განხორციელებული რეალიზაციების საბაზრო ღირებულების ანგარიშს საფუძვლად დაედო მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში დაფიქსირებული ბრუნვები, ხოლო 2024 წლის 1 მარტიდან 2024 წლის 12 მარტამდე პერიოდში გადამხდელის საკუთრებაში არსებულ სსა-ზე დაფიქსირებული ბრუნვა.

- ფასნამატად აღებულ იქნა 164.745%, მისი ანგარიში დაეყრდნო დანართი N16-ისა და დანართი N21–ის მონაცემებს. კერძოდ: შედარებულ იქნა ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ–ების საბაზრო ღირებულება - 256345 ლარი და შეძენის ჯამური თვითღირებულება - 96827.08 ლარი.

ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2024 წლის 12 მარტი) სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით (დანართი N19–ის I ცხრილის მე–2 სვეტის ბოლო სტრიქონი) შეადგინა 209649.08 ლარი.

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა დანართი N22–ის I ცხრილი (პროექტი) დანართი N16–ისა და N21–ის საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგად აღურიცხველი სასაქონლო– მატერიალური ფასეულობები არ გამოვლინდა. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ ასევე შევსებულ იქნა დანართი N22–ის II ცხრილი (პროექტი) – დანართი N19–ის I ცხრილისა და დანართი N21–ის მონაცემების საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა - 112822 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (ფასნამატი 164,745%) – 294874.19 ლარი.

ი/მ -----------ს (ს/ნ -----------------) 2024 წლის 31 მაისს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოაღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების (დანართი N22–ის I და II ცხრილები) პროექტით.

გადასახადის გადამხდელს შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში (5 სამუშაო დღე) პროექტთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოში არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო წერილობითი/ელექტრონული პოზიცია.

ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა დანაკლისმა საბაზრო ფასით შეადგინა 298690.75 ლარი.

აღნიშნული სამართალდარღვევისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე9 ნაწილის საფუძველზე 2024 წლის 10 ივნისს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N------- და ი/მ -----------ს (ს/ნ -----------------) სანქციის სახით დაერიცხა ჯარიმა 29869.08 ლარი.

ი/მ -----------მა (ს/ნ -----------------) შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 10 ივნისის N----------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 2024 წლის 4 ივლისს გაასაჩივრა (№------/21-11 საჩივარი) შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში.

აღნიშნული საჩივრის განხილვის შედეგებზე გამოცემულ იქნა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ივლისის №16799 ბრძანება, რომლითაც გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ საჩივარზე წარმოდგენილი დოკუმენტები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).

ინვენტარიზაციის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი ოფიცრის 2024 წლის 25 ივლისის N------21-12 მოხსენებითი ბარათის შინაარსიდან ირკვევა, რომ ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) მიერ, ინვენტარიზაციის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული რეალიზაციების საბაზრო ღირებულება 69625 ლარი დაკორექტირდა და გაიზარდა ამავე პერიოდში კონსიგნაციის წესით რეალიზებული სმფ-ების ღირებულებით 69480 ლარით და აღნიშნული პერიოდის სმფ-ების რეალიზაცია განისაზღვრა 139105 ლარით, ხოლო მეწარმის ბუღალტრული ნაშთი ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის ნაცვლად 209649.08 ლარისა, განისაზღვრა 183404.97 ლარით. შესაბამისად, შემცირდა სმფების დანაკლისის თანხა და საბაზრო ღირებულებით ნაცვლად 298690.75 ლარისა შეადგინა 229210.75 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი/მ -----------ს (ს/ნ -----------------) გამოვლენილ სმფ-ების დანაკლისზე, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით N--------- დარიცხული ჯარიმის თანხის - 29869.08 ლარის ნაცვლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად დაერიცხა 22921.08 ლარი. აღნიშნულზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2024 წლის 30 ივლისის N17739 ბრძანება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ივლისის №16799 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის №16799 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებს და როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, ითხოვს დარიცხული თანხის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, “მარაგების მართვის ქეისმენეჯმენტის” პროგრამის 2024 წლის 11 მარტის N131807 დავალების საფუძველზე (III პროცედურა), 2024 წლის 12 მარტს გამოცემული „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების შესახებ“ N5282 ბრძანებით, ჩატარდა გადასახადის გადამხელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

2024 წლის 12 მარტს გადამხდელის კუთვნილ ობიექტში განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N5282 ბრძანებით, ინვენტარიზაციის პროცედურების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია. გადამხდელის მიერ წერილობითი ფორმით იქნა განსაზღვრული გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი საინვენტარიზაციო კომისიაში .ინვენტარიზაცია დაიწყო 2024 წლის 12 მარტს, ხოლო მასალების დამუშავება და შედეგების გამოყვანა დამთავრდა 2024 წლის 10 ივნისს. საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო– მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის აღწერა. ჩატარებული აღწერის მონაცემები კომისიის მიერ შეტანილ იქნა “სასაქონლო– მატერიალური ფასეულობების აღწერის შესახებ” ოქმში (დანართი N16).

გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 31 მაისს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების (დანართი N22–ის I და II ცხრილები) პროექტით.მომჩივანს შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში (5 სამუშაო დღე) პროექტთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოში არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო წერილობითი/ელექტრონული პოზიცია. სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა დანაკლისმა საბაზრო ფასით შეადგინა 298690.75 ლარი.

აღნიშნული სამართალდარღვევისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე9 ნაწილის საფუძველზე შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მომჩივანს სანქციის სახით დაერიცხა ჯარიმა 29869.08 ლარი.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში.

აღნიშნული საჩივრის განხილვის შედეგებზე გამოცემულ იქნა შემოსავლების სამსახურის №16799 ბრძანება, რომლითაც გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ საჩივარზე წარმოდგენილი დოკუმენტები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).

ინვენტარიზაციის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი ოფიცრის მოხსენებითი ბარათის შინაარსიდან ირკვევა, რომ მომჩივანის მიერ, ინვენტარიზაციის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული რეალიზაციების საბაზრო ღირებულება 69625 ლარი დაკორექტირდა და გაიზარდა ამავე პერიოდში კონსიგნაციის წესით რეალიზებული სმფ-ების ღირებულებით 69480 ლარით და აღნიშნული პერიოდის სმფ-ების რეალიზაცია განისაზღვრა 139105 ლარით, ხოლო მეწარმის ბუღალტრული ნაშთი ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის ნაცვლად 209649.08 ლარისა, განისაზღვრა 183404.97 ლარით. შესაბამისად, შემცირდა სმფების დანაკლისის თანხა და საბაზრო ღირებულებით ნაცვლად 298690.75 ლარისა შეადგინა 229210.75 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს გამოვლენილ სმფ-ების დანაკლისზე, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმის თანხის - 29869.08 ლარის ნაცვლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად დაერიცხა 22921.08 ლარი. აღნიშნულზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოიცა N17739 ბრძანება.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ივლისის №16799 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 304(21);