გადაწყვეტილება №22549/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.07.2024
№ დოკუმენტი 22549/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22549/2/2024

09 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 12.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22549/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11296 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №007-446 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 1.02.2024 წლის №1744 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 237 630.48 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 118 997

დღგ - 68 679

საშემოსავლო გადასახადი - 50 318

ჯარიმა - 60 053

საურავი - 58 580.48

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო, სარემონტო მომსახურების გაწევა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 25.06.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომელშიც სადავო საკითხზე მითითებულია შემდეგი:

კომპანიის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა რომ კომპანიას გაცემულ აქვს ხელფასები, რომლებიც არ არის ასახული საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში. გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 28.12.2022 წლის №33475 ბრძანება და ამავე თარიღის №007- 397 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 28.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11296 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები; ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11296 ბრძანება, არ დაკმაყოფილების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 14.09.2023 წლის №19895/2/2023 (რეგ. 22.09.2023წ. №03/75119) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11296 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 19.12.2023 წლის დასკვნა სადაც მითითებულია, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №33913 ბრძანება და ამავე თარიღის №007-446 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 17.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.02.2024 წლის №1744 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს განსაზღვრულ ვადაში არ წარუდგენია, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რაც შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2021-2022 წლებში შპს „----------“ (ს/ნ ----------) ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაუწია გარკვეული ღირებულების მომსახურება, რასთან დაკავშირებითაც გადარიცხულია სხვადასხვა ოდენობის თანხები (ჯამში 102 910 ლარი).

კომპანიის შემოწმების პარალელურად საგადასახადო აუდიტის მიერ შემოწმებულ იქნა შპს „----------“, რომლის ფარგლებშიც მის მიმართ გაწეულ მომსახურებაზე დაერიცხა შესაბამისი დღგ.

შპს „----------“ მიერ გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილია შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, თუმცა ვინაიდან შპს „----------“ შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების შედეგად წარმოშობილი დავალიანების გამო შეზღუდული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის უფლება, კომპანიის ავტორიზებულ გვერდზე აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ აისახა, რაც გახდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩვენთვის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირებაზე უარის თქმის საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ხსენებული არგუმენტაციის გათვალისწინებას და შპს „----------“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე კუთვნილი დღგ-ის ჩათვლის უფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11296 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები; ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის ხსენებული ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემული, აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის დასკვნით: შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11296 ბრძანების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს მიეცა ვადა წარედგინა შემოწმებისთვის დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებზე დასკვნის შედგენის თარიღისთვის გადამხდელს არ წარუდგენია დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. შედეგად, დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განახორციელა აუდიტის დეპარტამენტმა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11296 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11296 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11296 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები; ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). შემოსავლების სამსახურის ხსენებული ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემული, აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის დასკვნით: შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11296 ბრძანების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს მიეცა ვადა წარედგინა შემოწმებისთვის დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებზე დასკვნის შედგენის თარიღისთვის გადამხდელს არ წარუდგენია დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. შედეგად, დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11296 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).