ბრძანება N 10968

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 29.05.2025
№ დოკუმენტი 10968
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 10968

29 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ---ის (პ/ნ ---)

(იურ. მის.: ---) 2025 წლის 16 მაისის საჩივრების

დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 23 მაისის სხდომაზე (ოქმი №43) განიხილა ფ/პ ---ის (პ/ნ ----) №95737/1/2025 და 75354/21-11 საჩივრები მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 15 მაისის №21-11/35708 გადაწყვეტილების თაობაზე, რომლითაც უარი ეთქვა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემაზე.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი აღნიშნავს, რომ არის ომის მონაწილე, ვეტერანი და უფიქსირდება შეღავათის ცნობა ----ის ეროვნულ ფედერაციაში წარსადგენად, სადაც მუშაობდა და სარგებლობდა კუთვნილი შეღავათით. 2018 წლის იანვრის თვიდან აღარ მუშაობს აღნიშნულ დაწესებულებაში და ამჟამად ვერ ხერხდება დაკავშირება ამ ორგანიზაციის უფლებამოსილ წარმომადგენელთან. გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს გადახდის წყაროსთან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე შეღავათით სარგებლობის თაობაზე ახალი ცნობის გაცემას, რათა შეძლოს ისარგებლოს კუთვნილი შეღავათით ახალ დამსაქმებელთან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2025 წლის 19 მაისის (17:54 საათის) მდგომარეობით ფ/პ ---ს (პ/ნ ----) უფიქსირდება შეღავათის ცნობის გატანა 2018 წლის 24 მაისს ააიპ ----ში (ს/ნ ---) წარსადგენად. ფიზიკური პირის მომართვის საფუძველზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 22 აპრილს და განმეორებით - 29 აპრილს ააიპ ---ს (ს/ნ ---) გაეგზავნა №21-11/28527 და №21-11/30465 წერილები, თუმცა სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმისწარმოების სამმართველოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გზავნილი ადრესატს არ ჩაბარდა და დაბრუნდა უკან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომსახურების დეპარტამენტმა გადახდის წყაროსთან ხელფასის სახით განაცემებზე შეღავათის გამოყენების შესახებ ცნობის გაცემაზე უარი გადამხდელს აცნობა 2025 წლის 15 მაისის №21-11/35708 გადაწყვეტილებით.

 

შემოსავლების სამსახურის განიხილა აღნიშნული საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებული პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით წარუდგინოს დამქირავებელს შეღავათით სარგებლობის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული პირი.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 391 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული წესის მიხედვით, ცნობა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ (შემდგომში – ცნობა) საგადასახადო ორგანოს მიერ გაიცემა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და უფლებას აძლევს დაქირავებულს ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ცნობა გამოიყენება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათების გავრცელებისას.

ამასთან, იგი არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, შეღავათის გამოყენების მიზნით ამ პუნქტით გათვალისწინებულმა დაქირავებულმა პირებმა დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) ცნობასთან ერთად უნდა წარუდგინონ შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ცნობა დაქირავებულს უფლებას აძლევს საგადასახადო წლის მიხედვით ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით მხოლოდ ერთი დამქირავებლიდან (საგადასახადო აგენტიდან) მიღებული შემოსავლების მიხედვით. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს კუთვნილი საგადასახადო შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული; დაქირავებულმა პირმა ცნობის მისაღებად წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამასთან, თუ ფიზიკური პირი (დაქირავებული) იცვლის სამუშაო ადგილს ან სურვილი აქვს სხვა დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან) გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათი, ახალი ცნობის ასაღებად საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ განცხადებას უნდა დაურთოს შესაბამისი სამუშაო ადგილიდან გაცემული შეტყობინება გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე.

საგადასახადო ორგანო ვალდებულია განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში გასცეს ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შეღავათებზე შეღავათის გამოყენების შესახებ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ აქვს წინა დამქირავებლისგან გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების წარმოდგენის შესაძლებლობა, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, ფ/პ ---ის (პ/ნ ---) სახელზე გასცეს „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“, ხოლო ააიპ ---ში (ს/ნ ----) წარდგენილი „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“ გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ----ის (პ/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, ---ის (პ/ნ ----) მიმართ გასცეს ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ;

3. ააიპ ----ის ეროვნული ფედერაციაში (ს/ნ ----) წარდგენილი „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“ გამოცხადდეს ძალადაკარგულად;

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს გადახდის წყაროსთან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე შეღავათით სარგებლობის თაობაზე ახალი ცნობის გაცემას, რათა შეძლოს ისარგებლოს კუთვნილი შეღავათით ახალ დამსაქმებელთან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მდგომარეობით მომჩივანს უფიქსირდება შეღავათის ცნობის გატანა ააიპ-ში წარსადგენად. ფიზიკური პირის მომართვის საფუძველზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ გაეგზავნა წერილები, თუმცა სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმისწარმოების სამმართველოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გზავნილი ადრესატს არ ჩაბარდა და დაბრუნდა უკან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომსახურების დეპარტამენტმა გადახდის წყაროსთან ხელფასის სახით განაცემებზე შეღავათის გამოყენების შესახებ ცნობის გაცემაზე გადამხდელს აცნობა უარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდა. იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ აქვს წინა დამქირავებლისგან გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების წარმოდგენის შესაძლებლობა, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის სახელზე გასცეს „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“, ხოლო ააიპ-ში წარდგენილი „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“ გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 82 (5).