ბრძანება N 9770
📄 სრული ტექსტი
N 9770
26 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------)
(მის.: ---------------------------------)
2024 წლის 16 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა 2024 წლის 23 აპრილის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №45) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) №89123/1/2024 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 4 აპრილის №001540 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2024 წლის 18 მარტიდან დაიწყო კომპანიამ საცალო ვაჭრობა -----ის სათბობით სპეციალიზებულ მაღაზიებში და საცალო ვაჭრობა -----ით სპეციალიზებულ მაღაზიებში. შესაბამისად, აღნიშნულიდან გამომდინარე მიმართა სს „-----ს“ დაზღვევის პოლისების დასამზადებლად. პოლისები ჩაჰბარდა 2024 წლის 26 მარტს. სწორედ ამ პერიოდში მოხდა შპს „-----ი“-ს ერთ-ერთი ობიექტის გადამოწმება, სადაც შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს სიტყვიერად განემარტათ, რომ აღნიშნული პოლისები დამზადების პროცესში იყო, ხოლო 2024 წლის 18 მარტამდე შპს „-------“-ს ამის ვალდებულება არ გააჩნდა. თანამშრომლებს განემარტათ, რომ აღნიშნული პოლისები იყო დამზადების პროცესში, თუმცა შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნულის გათვალისწინება არ მომხდარა. გადამხდელი ითხოვს ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან დგინდება, რომ 2024 წლის 25 მარტს N4527 ბრაძანების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის მიზნით, შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) კუთვნილ ავტოგასამართ სადგურზე ჩატარდა ტერიტორიების, შენობა-ნაგებობების, ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ვიზუალური დათვალიერება. ობიექტი მდებარეობს -----ის რ-ნი, სოფ. --------ში. შპს „---------ს“ (ს/ნ ---------------) გააჩნია 2 (ორი) სავაჭრო ობიექტი (--). ოფიცრების მიერ მოთხოვნილ იქნა მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი, რომლის წარმოსადგენადაც გადამხდელს მიეცა გონივრული ვადა. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი, რომელიც თარიღდება 2024 წლის 26 მარტით (დაზღვევის პერიოდი 2024 წლის 26 მარტი - 2025 წლის 26 მარტი) და დამზადებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული დათვალიერების პროცედურის მომდევნო დღეს. შესაბამისად, შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) მიერ დარღვეული იქნა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის N177 დადგენილება. კერძოდ „მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“, რაც ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. აღნიშნულზე 2024 წლის 4 აპრილს შედგენილ იქნა №----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და პირს შეეფარდა სახდელი 2000 ლარის ოდენობით. სადავო ოქმს გადამხდელი გაეცნო 2024 წლის 13 აპრილს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურმა საკითხის განხილვისას მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა საგანგებო სიტუაციის შედეგად მოსახლეობის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის შემცირების მიზნით სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებიდან განსაზღვრავს მასობრივი თავშეყრის ობიექტებს და ადგენს მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესს.
„მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად:
1. მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ამ წესით დადგენილი პირობებით;
2. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულოა მასობრივი თავშეყრის ობიექტის ფუნქციონირების სრული პერიოდის განმავლობაში.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის გ ქვეპუნქტის თანახმად, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა:
ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგურის მფლობელის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა – გამოიწვევს ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგურის მფლობელის დაჯარიმებას თითოეული დაუზღვეველი ობიექტის (სადგურის) რაოდენობის 1 000 ლარზე ნამრავლის ოდენობით;
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;
ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;
გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;
დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) მიერ დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან დგინდება, რომ N4527 ბრაძანების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის მიზნით, მომჩივანის კუთვნილ ავტოგასამართ სადგურზე ჩატარდა ტერიტორიების, შენობა-ნაგებობების, ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ვიზუალური დათვალიერება. ოფიცრების მიერ მოთხოვნილ იქნა მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი, რომლის წარმოსადგენადაც გადამხდელს მიეცა გონივრული ვადა. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი, დამზადებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული დათვალიერების პროცედურის მომდევნო დღეს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის N177 დადგენილება. კერძოდ „მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“, რაც ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. აღნიშნულზე შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და პირს შეეფარდა სახდელი 2000 ლარის ოდენობით. სადავო ოქმს გადამხდელი გაეცნო .
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანის მიერ დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
დასაბუთება
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილების მე-2 მუხლი;
საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტით;