გადაწყვეტილება №19139/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19139/2/2023
27.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 27.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 18.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19139/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23359 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №028-16 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3620 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 391 904,16 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 170 177,67
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი - 15 565
დღგ - 7 442
მიწა-არასასოფლო - 30
მიწის გადასახადი (სასოფლო) - 76
მოგების გადასახადი - 113 636
საშემოსავლო გადასახადი - 31 302,67
ქონების გადასახადი - 2 126
ჯარიმა - 123 394
საურავი - 98 332,49
ფაქტების აღწერა
სადავო დარიცხვა განხორციელებულია აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2021 წლის შემოწმების აქტით. შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 30.11.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2021 წლის №028-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23359 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23359 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 30.09.2022 წლის №653 დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 81 296 ლარით, მათ შორის, გადასახადი 54 151 ლარით და ჯარიმა 27 145 ლარით. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 7.10.2022 წლის №028-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3620 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საქმეზე არსებულ მტკიცებულებებზე და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების შედეგად მოგების გადასახადის გაანგარიშებისას გადასახადი დარიცხულია სალაროს ნაშთებზე სადაც შემმოწმებლის თქმით საწყისი ნაშთი არის 116 665 ლარი, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ 2017 წილის შუალედური აქტით სალაროს ნაშთების სრულად დაბეგვრა მოხდა შესაბამისად გაურკვეველია საწყისი ნაშთის წარმოშობა, აქვე აღსანიშნავია ის, რომ 2017 წლის თანხების მოძრაობა არასრულადაა შემოწმების შედეგად გაანგარიშებული და მოხდა აღნიშნულის გასაჩივრება შესაბამისად საწყისი ნაშთის არსებობა-არარსებობა და სიზუსტე დამოკიდებულია გასაჩივრების შედეგებზე, ასევე საკასო ხარჯებში არაა გათვალისწინებული მეწარმე მძღოლების მიერ გამოწერილი ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები, საბაჟო ოპერაციებით მიღებულ საქონელზე გადახდილი თანხები, რომლების გადახდაც ხდებოდა ხელზე, გარდა ამისა 2019 წლის ნოემბრისა და დეკემბრის დეკლარაციებში დეკლარირებულია დივიდენდი, რომელი თანხებიც წინა პერიოდებში დაბეგრილია შემოწმების შედეგად, ასევე 2020 წლის იანვრის თვეში შეძენილია 208 000 ლარის ძირითადი საშუალებები, რომელთა ღირებულებაც ნაღდი ანგარიშსწორებითაა გადახდილი. აქტში ასევე ფიქსირდება, რომ დარიცხვა გამოწვეულია ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხებით, რომელი თანხებიც გადახდილია არაეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ ფიზიკური პირებიდან შეძენები ერთჯერადია ბანკითაა გადარიცხული. დანიშნულებაში თითქმის ყველგან არის დაფიქსირებული თუ რისი საფასურია გადახდილი. შესაბამისად, არასწორია აღნიშნული თანხების არა ეკონომიკური საქმიანობის გარეშე გახარჯულად ჩათვლა. აღნიშნულის გათვალისწინება გამოიწვევს მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზის შემცირებას და შესაბამისად დარიცხული თანხისა და მასზე გაანგარიშებული საჯარიმო სანქციის შემცირებასაც.
დამატებული ღირებულების გადასახადის გაანგარიშებისას დარიცხვა როგორც აქტიდან ჩანს გამოწვეულია გათავისუფლებული ბრუნვების შემცირებით და შესაბამისად დასაბეგრი ბრუნვების გაზრდით. კერძოდ, 2018 წლის ნოემბრის თვეში რეალიზებულია ტოიოტას მარკის მსუბუქი ავტომობილი და ასევე 2019 წლის ნოემბრის თვეში რეალიზებულია მსუბუქი ავტომობილი 53 280 ლარად და 115 515 ლარად. აღნიშნული რეალიზაციები გათავისუფლებულია, შემოწმებამ აღნიშნული არ გაითვალისწინა და მოახდინა დარიცხვა თავდაპირველ აქტში, ხოლო შემდგომ მოახდინა გადაანგარიშება და შემცირება. გარდა ამისა შემოწმებას იმ თვეებში აქვს დარიცხვები, სადაც მათივე თქმით შემცირებულია რეალიზაციები, თუმცა შეცდომითაა დაბეგრილი თანხები რომლებიც დეკლარაციებში გაზრდილია და არანაირი დოკუმენტი არ არსებობს მათი რეალიზაციის დამადასტურებელი, ამიტომ უნდა მოხდეს მათი შემოწმების შედეგად შემცირება, რათა რეალური სურათი აისახოს შემოწმების შედეგად. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინება გამოიწვევს როგორც ძირითადი გადასახადის ასევე მასზე გაანგარიშებული ჯარიმის შემცირებას.
საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას მძღოლებზე გადახდილი თანხების ხელფასის სახით განაცემად ჩათვლაც არასწორადაა მომხდარი, ვინაიდან მათი უმეტესობა მეწარმედაა რეგისტრირებული და მათთვის თანხები გადარიცხულია, როგორც მომსახურების საფასური და არა როგორც ხელფასი. შესაბამისად, დეკლარირების ვალდებულება მომჩივანს არ ჰქონდა. აღნიშნული გადაანგარიშების შედეგად ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა არა სრულად, აქედან გამომდინარე უნდა მოხდეს თანხების შემცირება აღნიშნულ დარიცხვაში. მოთხოვნის შემთხვევაში მოხდება მათი მეწარმეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ვინაიდან აღნიშნულის დადგენა არ მოხერხდა შემოწმების მიერ.
ბუნებრივი რესურსის გადასახადის გაანგარიშებისას შემოწმებამ დარიცხვა მოახდინა ათვისების გეგმის მიხედვით 2018 და 2019 წლებზე, იმ დროისათვის ლიცენზიები აქტიური იყო თუმცა მათზე მოსაპოვებელი მოცულობები აღარ იყო, რაც დასტურდება ყოველწლიური სტატისტიკური ფორმებით, რომლებიც ელექტრონულად იგზავნება წიაღის ეროვნულ სააგენტოში შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდიდან. გარდა ამისა კომპანია დაჯარიმებული იქნა 2 000 ლარიანი ჯარიმით თითოეულ ლიცენზიაზე, ვინაიდან დროულად არ აცნობა შესაბამის ორგანოებს მოსაპოვებელი მოცულობების დასრულების შესახებ. რაც შეეხება დეკლარირებებს შესამოწმებელ პერიოდში იმ მომენტისათვის კერძოდ 2017 წლის აგვისტოს თვეში აღებულია 75 300 კუბური მეტრი მოცულობის ლიცენზია და დადეკლალირებულია ყოველთვიურად, რაც არასწორად ხდებოდა. ამიტომ უნდა მოხდეს დეკლარირებულის შემცირება და შესაბამის პერიოდებში დარიცხვა. თუმცა ეს არ გამოიწვევს დამატებით დარიცხვას, ხოლო ვინაიდან ორ ლიცენზიაზე აღარ იყო მოსაპოვებელი მოცულობები შემოწმების შედეგად უნდა დაკორექტირდეს დარიცხული თანხები გეგმა გრაფიკის მიხედვით და შემცირდეს ისინი სრულად, როგოც ძირითად ისე სანქციის ნაწილში.
ყოველივე ზემოთ მოყვანილი გარემოებებიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს, რომ სრულად იქნეს გამოყენებული წარდგენილი დოკუმენტაცია და გადაანგარიშება მოხდეს აღნიშნული დოკუმენტაციის შესაბამისად, ხელმეორედ მოხდეს დარიცხული თანხების გადაანგარიშება, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23359 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მომწოდებლებისგან (15 პირი) შპს „----------“ მიერ საბანკო გადარიცხვით და სალაროდან გადახდილი თანხების და შესყიდული საქონლის შესახებ. შედეგად, 1.01.2018 წლიდან 1.12.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდის საკასო ხარჯში გათვალისწინებულ იქნა მესამე პირებისგან მიღებული და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, მიღებული სასაქონლო ზედნადებებით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით (დოკუმენტურად დადასტურებული) განხორციელებული შეძენები, მათ შორის, სრულად იქნა გათვალისწინებული საწვავის ხარჯი. გადამხდელმა წარმოადგინა 2018 წლის მარტის თვეში საწარმოს სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია 4 069 ლარზე, რაც გათვალისწინებულ იქნა სალაროს მინიმალური საკასო ხარჯის დადგენისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, განხორციელდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
თანხის მიმღები ფიზიკური პირების იდენტიფიცირების მიზნით, გადამხდელის მონაწილეობით მოძიებულ და შესწავლილ იქნა ფიზიკურ პირთა პირადი ნომრები, მეწარმე პირებზე ბანკიდან გადარიცხული თანხები სატრანსპორტო მომსახურებაზე და შეძენებზე. აღნიშნულის შესწავლის შედეგად, რისი იდენტიფიცირებაც მოხდა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ ხარჯად, მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები 15 069 ლარის ოდენობით დაექვემდებარა შემცირებას.
დღგ-ით დასაბეგრი დასაბეგრი ბრუნვების შემცირებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მოთხოვნა, კერძოდ, შემცირებულ იქნა მსუბუქი ავტომობილების რეალიზაციით დღგ-ში განხორციელებული დარიცხვები.
საწარმოს მიერ საბანკო ანგარიშებიდან მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხების ხელფასის სახით განაცემად განხილვასთან დაკავშირებით, გადამხდელმა წარმოადგინა ფიზიკურ პირთა პირადი ნომრები. აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადამოწმებულ იქნა აღნიშნული პირების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, განხორციელდა საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა აკრედიტირებული საგამოცდო ლაბორატორიის შპს „----------“ მიერ 10.03.2021 წელს გაცემული ოქმი №95, ოქმი №129, ოქმი №130, რომელთა მიხედვით, გაფხვიერების კოეფიციენტი ქვიშა-ხრეშის შემთხვევაში არის 1.31; ქვიშა-ღორღის შემთხვევაში - 1.28; ქვიშის შემთხვევაში - 1.29. მოპოვებული წიაღისეულის (მდინარის მასალის) მოცულობის შესახებ სხვა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია. შემოწმების მიერ შესწავლილი და დამუშავებული იქნა გარემოს ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაცია, კერძოდ, წიაღისეულის ათვისების გეგმა, გრაფიკი, მონაცემები ბუნებრივი და ტექნოლოგიური საბადოებით სარგებლობის და საქმიანობის შესახებ. დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდში გეგმა-გრაფიკით დადგენილი მოსაპოვებელი მდინარის მასალის რაოდენობა შეადგენს 127 520 მ3 -ს. სტატისტიკური ფორმა №1-01-ის მონაცემების მიხედვით, გადამხდელს მოპოვებული აქვს 103 189 მ3 მდინარის მასალა, ხოლო გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილის მონაცემებით 97 760 მ3 . გეგმა-გრაფიკის, სტატისტიკური ფორმის, დეკლარირებული მონაცემები და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილის მონაცემები მოპოვებული მდინარის მასალის მოცულობის შესახებ რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა (განადგურებულია ხანძრის შედეგად). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ მოპოვებული წიაღისეულის მოცულობის დასადგენად იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოთი (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადაანგარიშება) და შპს „----------“ 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდზე განესაზღვრა 127 520 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვება. წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შემოწმების მიერ განხორციელდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) - 7 591 ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი არსებითი მნიშვნელობის რაიმე მტკიცებულებები, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23359 ბრძანება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23359 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23359 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი ითხოვს, რომ სრულად იქნეს გამოყენებული მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და გადაანგარიშება მოხდეს აღნიშნული დოკუმენტაციის შესაბამისად, ხელმეორედ მოხდეს დარიცხული თანხების გადაანგარიშება, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23359 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304