ბრძანება N 23113

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.10.2025
№ დოკუმენტი 23113
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23113

22 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 27 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 2 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №83) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 27 აგვისტოს №135819/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივნისის №039-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას და მიუთითებს იმავე არგუმენტებზე, რაც თავდაპირველ საჩივარში ჰქონდა წარმოდგენილი, კერძოდ:

1. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის თარიღისთვის კომპანიას უკვე შესრულებული ჰქონდა რეკომენდაცია სმფ-ების დანაკლისად დაბეგვრასთან დაკავშირებით. კერძოდ, 2024 წლის 25 ივნისს შემოწმების დანიშვნის მიუხედავად, კომპანიამ ინვენტარიზაცია დაასრულა 2024 წლის 3 ივლისს, გამოიანგარიშა სმფ-ების დანაკლისის საბაზრო ფასი, რომელიც დაბეგრა ივნისის თვის დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციებში 2024 წლის 7 ივლისს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა დეკლარირებული სმფ-ების დანაკლისი და აღნიშნული საქონელი ხელმეორედ დაუქვემდებარა დაბეგვრას, როგორც წინა საანგარიშო პერიოდებში რეალიზებული. აღნიშნავს, რომ გამოვლენილი დანაკლისი მიწოდებად ითვლება მისი გამოვლენის მომენტში და არ არსებობს მტკიცებულება ან არგუმენტი, რომ სმფ-ების რეალიზაცია წარსულ პერიოდში განხორციელდა. აგრეთვე, მიუთითებს, რომ შესამოწმებელი პერიოდი უნდა გაზრდილიყო ყველა საკითხთან მიმართებით და მომხდარიყო დეკლარირებული დანაკლისის გათვალისწინებაც.

2. არ ეთანხმება შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას და აცხადებს, რომ კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა პროგრამა „ორისში“, სადაც აღრიცხულია სრული ბუღალტრული გატარებები, დოკუმენტური რეალიზაციები და ამ ოპერაციებთან დაკავშირებული ცხრილები. ასევე, არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს და მიუთითებს, რომ შემოწმების აქტით ვერ დგინდება გაანგარიშებული ფასნამატები საქონლის კატეგორიებისა და ჯგუფების მიხედვით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 აპრილის №7082 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 დეკემბრის №039-30 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 4 და 18 მარტის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილოს სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 აპრილის №7082 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 5 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 24 569 ლარი, მ.შ. შეუმცირდა გადასახადი 16 378 ლარით და დაერიცხა ჯარიმა 8 191 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 9 ივნისის №039-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ნაწილობრივ დაექვემდებარა კორექტირებას. კერძოდ, გადაანგარიშების მონაცემებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, სმფ-ების ნაშთად დაფიქსირებულ იქნა 23 944 ლარი ნაცვლად 4 367 ლარისა, რამაც გამოიწვია დღგ-ის, საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი ჯარიმის შემცირება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 2 ოქტომბერს, 11:50 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ნაწილობრივ დაექვემდებარა კორექტირებას. კერძოდ, გადაანგარიშების მონაცემებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, სმფ-ების ნაშთად დაფიქსირებულ იქნა 23 944 ლარი ნაცვლად 4 367 ლარისა, რამაც გამოიწვია დღგ-ის, საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი ჯარიმის შემცირება.

აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 აპრილის №7082 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ნაწილობრივ დაექვემდებარა კორექტირებას. კერძოდ, გადაანგარიშების მონაცემებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, სმფ-ების ნაშთის ცვლილებამ გამოიწვია დღგ-ის, საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი ჯარიმის შემცირება.

აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 აპრილის №7082 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)