N 3161-XIმს-Xმპ - 15/06/2023 - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 15.06.2023
№ დოკუმენტი 3161-XIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) 291 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიის საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვაგვარად) მოპოვებული მერქნიანი მცენარე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან/და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამის ტყის მართვის ორგანოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო ტყის საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვაგვარად) მოპოვებული მერქნიანი მცენარე − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აჭარის სატყეო სააგენტოს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათთვის გადაცემული მერქნიანი მცენარის გასხვისებას. ამოღებული მერქნიანი მცენარის გასხვისების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,15 ივნისი 2023 წ.

N3161-XIმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე