1. სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცულ ლანდშაფტში ან მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე) და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრებისა და სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი საწყობდება ამავე ორგანოს მიერ ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მას, შესაბამისად, გასცემს სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აჭარის სატყეო სააგენტო საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის შესაბამისად.

2. სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიის საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვაგვარად) მოპოვებული მერქნიანი მცენარე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან/და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამის ტყის მართვის ორგანოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო ტყის საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვაგვარად) მოპოვებული მერქნიანი მცენარე − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აჭარის სატყეო სააგენტოს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათთვის გადაცემული მერქნიანი მცენარის გასხვისებას. ამოღებული მერქნიანი მცენარის გასხვისების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4391 - ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5555 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2012  წლის 29 ივნისის კანონი №6610 – ვებგვერდი, 10.07.2012წ.

საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №796 - ვებგვერდი, 29.05.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1702 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5960 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.

საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1104 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3161 – ვებგვერდი, 05.07.2023