ბრძანება N 1714

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.02.2023
№ დოკუმენტი 1714
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 1714

02.02.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.:----------)

2023 წლის 10 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №77916/1/2023 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №31612 ბრძანებას ჯარიმის დაკისრების შესახებ.

მომჩივნის პოზიცია:

მომჩივანი მიუთითებს, რომ ფინანსური კრიზისის გამო კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმიანობის შეჩერების შესახებ, შესაბამისად არ გადაუხდია მომდევნო წლის სანებართვო მოსაკრებელი და საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე წერილობით აცნობა შემოსავლების სამსახურს 2022 წლის 24 ნოემბერს. ამბობს, რომ ვინაიდან საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ამის შესახებ ეცნობა შემოსავლების სამსახურს, ჩათვალა, რომ მის მიერ სანებართვო პირობები სწორად იქნა შესრულებული. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ნებართვა უნდა გაეუქმებინა, რაც დაუყონებლივ შეასრულა. ვინაიდან კომპანიის მიზანს არ წარმოადგენდა სანებართვო პირობების დარღვევა, გადამხდელი ითხოვს ჯარიმის გაუქმებას ან მისი გაფრთხილებით შეცვლას.

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 6 დეკემბრის N30759 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის N ---------- ნებართვის მფლობელის - შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ (მის.: -----------) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ (დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები) და „კ“ (შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები. კერძოდ, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება.

სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2022 წლის 12 დეკემბერს შედგა შემოწმების აქტი N109, რომლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა N---------- შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულია 2021 წლის 25 ნოემბერს. შპს „----------“ (ს/ნ ----------) მეორე წლის სანებართვო მოსაკრებელი უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2022 წლის 24 ნოემბრისა, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ არ განხორციელებულა. აღნიშნულით დარღვეულ იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ (დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები) და „კ“ (შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები. კერძოდ, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ნებართვის მფლობელმა სათამაშო აპარატების სალონის ფუნქციონირების დროებითი შეწყვეტის შესახებ ID---------- განცხადება შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა 2022 წლის 24 ნოემბერს.

აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №31612 ბრძანებით შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაჯარიმდა 10000 ლარის ოდენობით. ნებართვის მფლობელის მიერ 2022 წლის 30 ნოემბერს წარმოდგენილი „სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის გაუქმების შესახებ“ ID---------- განცხადების შესაბამისად, მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის N2184/01 ბრძანების საფუძველზე გაუქმებულ იქნა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის N ---------- ნებართვა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტების თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია:

ზ) დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები და გადასახადები.

კ) შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები.

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 1011 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 101 და 10 2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 107 და 108 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია შესაბამისი ნებართვის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 104 , 105 , 106 და 1011 პუნქტებით დადგენილი ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება და მისი გადახდის შესახებ განაცხადი შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ამ ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება სრულად, იმ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ან სამორინის მოწყობის ნებართვის მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეების მიუხედავად, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში შეადგენს 10 000 ლარს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), ამ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სანებართვო პირობების ვალდებულების დარღვევის გამო მომჩივანი დაჯარიმდა 10000 ლარის ოდენობით. ითხოვს ჯარიმის გაუქმებას ან მისი გაფრთხილებით შეცვლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის ვალდებულებების შესრულების შემოწმება. გადასახადის გადამხდელის მიერ არ განხორციელებულა მეორე წლის სანებართვო მოსაკრებელის გადახდა. აღნიშნულით დარღვეულ იქნა კანონით განსაზღვრული მოვალეობები - (დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა შემდეგ ნორმებს:

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი: 29; 34; 37.

სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი:7; 9;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლები