გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარების პირობების განსაზღვრის შესახებ

ბრძანება 23.03.2011
№ დოკუმენტი 1220
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება № 1220

2011 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარების პირობების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-10 ნაწილის და „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილების 18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ ზ“ და „ ს“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს გადასახადის გადამხდელის ინიციატივით აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების ჩატარების პირობები და მოთხოვნის ფორმა, თანდართული რედაქციით.

2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი

ჯ. ებანოიძე

გადასახადის გადამხდელის ინიციატივით აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების ჩატარების პირობები

1. გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს №1 დანართის შესაბამისად.

2. აუდიტის დეპარტამენტი 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ მოთხოვნას და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობით აცნობებს განმცხადებელს.

3. აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების ჩატარებაზე გადასახადის გადამხდელს ეცნობება საგადასახადო შემოწმების დაწყების სავარაუდო თარიღი და მიეწოდება ინფორმაცია, რომ:

ა) საგადასახადო შემოწმება დაიწყება მოსამართლის ბრძანებისა და დამატებითი (წინასწარი) წერილობითი შეტყობინების გარეშე;

ბ) მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს საგადასახადო შემოწმების ჩატარებაზე საგადასახადო ორგანოს თანხმობის მიღებიდან 5 დღის ვადაში;

გ) საგადასახადო შემოწმება დაიწყება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ.

4. აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების ჩატარებაზე თანხმობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმება ტარდება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადასახადის გადამხდელისთვის დამატებითი (წინასწარი) წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გარეშე, პირის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ.

5. აუდიტის დეპარტამენტი უფლებამოსილია უარი თქვას საგადასახადო შემოწმების ჩატარებაზე ობიექტური გარემოებების (მათ შორის, ადამიანური რესურსების უკმარისობა) გათვალისწინებით.

6. აუდიტის დეპარტამენტი უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, შეცვალოს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაში მითითებული საგადასახადო შემოწმების სახე.

დანართი №1

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1685684153188 {width: 283.65pt; margin-left: 212pt; margin: 0 auto !important; }

გადასახადის გადამხდელისდასახელება/სახელი, გვარი

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1685684153189 {width: 283.9pt; margin-left: 212pt; margin: 0 auto !important; }

გადასახადის გადამხდელისსაიდენტიფიკაციო ნომერი

გადასახადის გადამხდელისმისამართი

გადასახადის გადამხდელისტელეფონის ნომერი

მოთხოვნა

საგადასახადო შემოწმების თაობაზე

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1685684153190 {null margin: 0 auto !important; }

1. საგადასახადო შემოწმების სახე: ( კამერალური ) ( გასვლითი )

2. საგადასახადო შემოწმების ტიპი: ( თემატური ) ( სრული )

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1685684153191 {margin-left: 6.75pt; margin-right: 6.75pt; margin: 0 auto !important; }

3.საგადასახადო შემოწმების პერიოდი: – დან -მდე

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1685684153192 {margin-left: 6.75pt; margin-right: 6.75pt; margin: 0 auto !important; }

4.საგადასახადო შემოწმების დაწყების სასურველი ვადა:

5.თემატური შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების საგნის ( საკითხის ) მოკლე აღწერა:

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1685684153192 {null margin: 0 auto !important; }

__________________ “–––––– “ “–––––––––––––––––––––––– “ 20

( ხელმოწერა) ( რიცხვი, თვე, წელი)

წყარო: საქართველოს საკანონმდებლპო მაცნე