გადაწყვეტილება №19453/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19453/2/2023
9.06.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------”-ის 19.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19453/2/2023).
დავის საგანი:
მისაღები შემოსავლის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2022 წლის №007-258 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.03.2023 წლის №5864 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 234 746,79 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 129 734
დღგ - 31 055
მიწა (არასასოფლო) – 4 755
საშემოსავლო გადასახადი - 80 329
ქონების გადასახადი - 13 595
ჯარიმა - 62 151
საურავი - 42 861, 79
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2022 წლის №007- 258 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 24.03.2023 წლის №5864 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 24.03.2023 წლის №5864 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 24.03.2023 წელს. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ვადის 20-ე დღე იყო 13.04.2023 წელს. საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 19.04.2023 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 24.03.2023 წლის №5864 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მისაღები შემოსავლის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშება.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 24.03.2023 წლის №5864 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 24.03.2023 წელს. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ვადის 20-ე დღე იყო 13.04.2023 წელს. საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 19.04.2023 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(„ე“).