ბრძანება N 278

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.01.2025
№ დოკუმენტი 278
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 278

17 იანვარი 2025

ბრძანება

ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------")

(ფაქტ. მის.: "-------")

2024 წლის 30 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") №216022/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 28 ნოემბრის №077-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:

1.მომჩივანი არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლის გაზრდის შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმების ცხრილში არის არსებითი უზუსტობები, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლების დათვლისას დამატებულია სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებული რეალიზაციები, რომელზეც თავის მხრივ მყიდველების მიერ ხორციელდებოდა საბანკო ტერმინალზე გადახდა, საბანკო გადარიცხვა ან საკონტროლო-სალარო აპარატზე ჩეკის ამობეჭდვა და შესაბამისად, მისი დამატებით რეალიზაციად განხილვა რეალობას მოკლებულია.

2.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირებას. აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების დროს გათვალისწინებულია მხოლოდ ელექტრო ენერგიის ხარჯები, ხოლო დანარჩენი არგუმენტები გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით გათვალისწინებული არ არის.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 თებერვლის №2654 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №077-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 14 აგვისტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მეორე სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 თებერვლის №2654 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 14 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 1 128 ლარით, მათ შორის, გადასახადი 757 ლარი და ჯარიმა 371 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 28 ნოემბრის №077-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

● მეწარმეს საბანკო ანგარიშზე 2022 წლის ივნისის, აგვისტოს, სექტემბრის და 2023 წლის იანვრის თვეებში ფიზიკური პირების მიერ ("--------", "---------") ჩარიცხული იყო 29 425 ლარი. იმ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ ხსენებულ პირებზე არ იყო გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, შემოწმების მიერ 29 425 ლარი აღიარდა დამატებით შემოსავლად. გადაანგარიშების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომლითაც გაირკვა, რომ ზემოხსენებული ფიზიკური პირების მიერ ჩარიცხული თანხები წარმოადგენდა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) რეალიზებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებას, ვინაიდან ხსენებულ პერიოდში შპს „---------“ საბანკო ანგარიშებზე ედო ყადაღა და მოკლებული იყო შესაძლებლობას საკუთარი ანგარიშიდან დაეფარა დებიტორული მოთხოვნა. გადაანგარიშების შედეგად, აღნიშნული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

● გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე დადგინდა, რომ შემოწმების მიერ, 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას ელექტრო ენერგიის ხარჯები არასრულად იყო ასახული. გადაანგარიშების შედეგად, ელ. ენერგიის ხარჯები გაიზარდა 12 973 ლარიდან 14 038 ლარამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა (შემცირდა) 2021 წლის საშემოსავლო გადასახადი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

● ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომლითაც გაირკვა, რომ ფიზიკური პირების ("-------", "-------") მიერ ჩარიცხული თანხები წარმოადგენდა შპს „-------“ (ს/ნ „--------“) რეალიზებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებას, ვინაიდან ხსენებულ პერიოდში შპს „-------“ საბანკო ანგარიშებზე ედო ყადაღა და მოკლებული იყო შესაძლებლობას საკუთარი ანგარიშიდან დაეფარა დებიტორული მოთხოვნა. გადაანგარიშების შედეგად, აღნიშნული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

● ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე დადგინდა, რომ შემოწმების მიერ, 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას ელექტრო ენერგიის ხარჯები არასრულად იყო ასახული. გადაანგარიშების შედეგად, გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ელექტრო ენერგიის ხარჯი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირდა 2021 წლის საშემოსავლო გადასახადი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლის გაზრდის შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2.გადამხდელი არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

● მეწარმეს საბანკო ანგარიშზე 2022 წლის ივნისის, აგვისტოს, სექტემბრის და 2023 წლის იანვრის თვეებში ფიზიკური პირების მიერ ჩარიცხული იყო 29 425 ლარი. იმ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ ხსენებულ პირებზე არ იყო გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, შემოწმების მიერ 29 425 ლარი აღიარდა დამატებით შემოსავლად. გადაანგარიშების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომლითაც გაირკვა, რომ ზემოხსენებული ფიზიკური პირების მიერ ჩარიცხული თანხები წარმოადგენდა შპს-ს რეალიზებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებას, ვინაიდან ხსენებულ პერიოდში შპს-ს საბანკო ანგარიშებზე ედო ყადაღა და მოკლებული იყო შესაძლებლობას საკუთარი ანგარიშიდან დაეფარა დებიტორული მოთხოვნა. გადაანგარიშების შედეგად, აღნიშნული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

● გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე დადგინდა, რომ შემოწმების მიერ, 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას ელექტრო ენერგიის ხარჯები არასრულად იყო ასახული.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21)