N 3760-XIIIმს-Xმპ - 29/11/2023 - „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 29.11.2023
№ დოკუმენტი 3760-XIIIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, – სარჩელებზე „კონკურენციის შესახებ“, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნების დარღვევის თაობაზე;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,29 ნოემბერი 2023 წ.

N3760-XIIIმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე