გადაწყვეტილება №23994/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.11.2024
№ დოკუმენტი 23994/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 23994/2/2024

18 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----------- (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 25.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23994/2/2024).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №068-7 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 სექტემბრის №20872 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 160 489 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 106 334

დღგ - 42 297

საშემოსავლო გადასახადი - 64 037

ჯარიმა - 53 167

საურავი - 988

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №068-7 საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 9 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 28 ივნისის №15052 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 ივნისის №15052 ბრძანება 18.07.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 7.09.2023 წლის №20306/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

2024 წლის 2 მარტს მომჩივანმა მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა დავის დაწყება ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით და აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №068-7 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6076 ბრძანებით, ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის დაწყების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №068-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6076 ბრძანება 21.03.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 20.06.2024 წლის №22633/2/2024 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

2024 წლის 16 სექტემბერს გადასახადის გადამხდელმა კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით და აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №068-7 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 სექტემბრის №20872 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი დარჩა განუხილველი.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 სექტემბრის №20872 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №068- 7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 9 ივნისს წარდგენილი №81580/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 ივნისის №15052 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6076 ბრძანებით, კომპანიის 2024 წლის 2 მარტის №88216/1/2024 და 4 მარტის №88223/1/2024 საჩივრები, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №068-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი ითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულების საფუძვლით და მიუთითებს იგივე არგუმენტებზე, რაც წარდგენილი ჰქონდა წინამდებარე საჩივრებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საწარმოს საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №068-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე, განახლდეს საგადასახადო დავა, რომელიც ეხება სადავო საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების საკითხს. კერძოდ, 2024 წლის 1 მარტს შპს „--------“ მიერ 2023 წლის იანვრის თვიდან - 2023 წლის აპრილის თვის ჩათვლით პერიოდზე გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული თანხები საწარმოს აქვს გადახდილი ნაღდი ანგარიშსწორებით) ჯამში 26 630 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული ოპერაციების პერიოდი მოიცავს შესამოწმებელ პერიოდს. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილი იქნა შემოწმების აქტის შედგენის შემდეგ, თუმცა მასში ასახული თანხები/ოპერაციები მოიცავს შესამოწმებელ პერიოდს. აქვე აღსანიშნავია, რომ აპრილის თვის ანგარიშ-ფაქტურაზე საწარმოს მიერ თანხები წინსწრებით გადახდილია მარტის თვეში. ასევე, ითხოვს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, ზემოაღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, მოხდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნის კორექტირება, ვინაიდან ფულის ნაშთის მიზნებისთვის 26 630 ლარი შემოწმებას არ აქვს გათვალისწინებული.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტს კომუნიკატორის მეშვეობით მიმართეს სადავო საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების საკითხზე, თუმცა დღემდე პასუხი არ მიუღიათ.

სადავო გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს ესპობა კანონიერი უფლება გადახდილი და დაბეგრილი დღგ-ის ჩათვლის, რომელზეც არსებობს ანგარიშ-ფაქტურა.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 სექტემბრის №20872 ბრძანება და საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე, განახლდეს საგადასახადო დავა და გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №068-7 საგადასახადო მოთხოვნა საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №068-7 საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 9 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 28 ივნისის №15052 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი.

2024 წლის 2 მარტს მომჩივანმა კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა დავის დაწყება ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით და აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №068-7 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6076 ბრძანებით, ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის დაწყების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №068-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი დარჩა განუხილველი.

2024 წლის 16 სექტემბერს გადასახადის გადამხდელმა კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით და აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №068-7 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 სექტემბრის №20872 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი დარჩა განუხილველი, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №068-7 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 სექტემბრის №20872 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2024 წლის 16 სექტემბერს გადასახადის გადამხდელმა კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით და აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №068-7 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 სექტემბრის №20872 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი დარჩა განუხილველი, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;301(ე,ზ)