ბრძანება N 12293
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12293
28 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------)
(იურ. მის.: ----------)
2024 წლის 25 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 მაისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 25 აპრილის №70905/01 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 მარტის №056-13 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა 2017-2018 წლებზე გაავრცელა 90% ფასნამატი, როცა რეალურად ფასნამატი შეადგენდა 40%-ს, რიგ საქონელზე კი 10-20%-ს. ასევე, საბითუმო წესით რეალიზებულ საქონელზე რიგ შემთხვევებში სარეალიზაციო ფასნამატი იყო 20-25%. აცხადებს, რომ ამ ტიპის საქონელზე ---------- ობიექტებზე მართლაც უფრო მაღალ ფასნამატს იყენებდნენ, თუმცა გადამხდელს ჰქონდა მძიმე ფინანსური პრობლემები, რის გამოც მინიმალური ფასნმამატით ყიდდა. აღნიშნავს, რომ სმფ-ების ფაქტობრივი ინვენტარიზაციის ჩატარების დროს პირი არ იმყოფებოდა ადგილზე, ხოლო სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი ინვენტარიზაციის ოქმის შედგენის მომენტისთვის სავარაუდოდ შეადგენდა 35 000 ლარს. ასევე, მომჩივანი უსაფუძვლოდ თვლის მოპარული საქონლის (საბურავების) რეალიზებულად ჩათვლას. მიუთითებს, რომ აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს სამართალწარმოება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 დეკემბრის №32978 ბრძანების საფუძველზე ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 8 ივნისისა და 21 დეკემბრის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის და სმფ-ების ნაშთების შესახებ);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარმოდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საჩივრებზე თანდართული დოკუმენტების) გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 დეკემბრის №32978 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2024 წლის 6 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დარიცხული თანხები არ დაუკორექტირდა (შეუმცირდა). აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 20 მარტის №056-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა დადგენილ ვადაში წარადგინა ინფორმაცია ცხრილის სახით, თუმცა წარდგენილი ინფორმაცია შეიცავდა ცალკეულ ხარვეზებს. კერძოდ, საქონლის თვითღირებულება მითითებული იყო შეძენის ვალუტაში (----------), რაც იწვევდა საქონლის თვითღირებულების ზრდას და ფასნამატის შემცირებას. ასევე, საქონლის სახეობების მიხედვით ფასნამატი გაანგარიშებული იყო წლის ჭრილში რეალიზებული საქონლის ამავე პერიოდში განხორციელებულ შეძენასთან შეფარდებით. არ იყო ცალკე გამოყოფილი დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის არც ფასნამატი და არც თვითღირებულება. შესაბამისად, შემოწმების შედეგები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით წარდგენილი დოკუმენტების შესწავლა, მ. შ. საჩივრებზე თანდართული დოკუმენტების, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა, თუმცა დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას, ვინაიდან წარდგენილი ინფორმაცია შეიცავდა ცალკეულ ხარვეზებს, კერძოდ, საქონლის თვითღირებულება მითითებული იყო შეძენის ვალუტაში (----------), რაც იწვევდა საქონლის თვითღირებულების ზრდას და ფასნამატის შემცირებას. ასევე, საქონლის სახეობების მიხედვით ფასნამატი გაანგარიშებული იყო წლის ჭრილში რეალიზებული საქონლის ამავე პერიოდში განხორციელებულ შეძენასთან შეფარდებით. არ იყო ცალკე გამოყოფილი დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის არც ფასნამატი და არც თვითღირებულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით წარდგენილი დოკუმენტების შესწავლა, მ. შ. საჩივრებზე თანდართული დოკუმენტების, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა, თუმცა დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას, ვინაიდან წარდგენილი ინფორმაცია შეიცავდა ცალკეულ ხარვეზებს, კერძოდ, საქონლის თვითღირებულება მითითებული იყო შეძენის ვალუტაში (თურქული ლირა), რაც იწვევდა საქონლის თვითღირებულების ზრდას და ფასნამატის შემცირებას. ასევე, საქონლის სახეობების მიხედვით ფასნამატი გაანგარიშებული იყო წლის ჭრილში რეალიზებული საქონლის ამავე პერიოდში განხორციელებულ შეძენასთან შეფარდებით. არ იყო ცალკე გამოყოფილი დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის არც ფასნამატი და არც თვითღირებულება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).