ბრძანება N 27161

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.11.2023
№ დოკუმენტი 27161
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27161

03 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ - ის “ (ს/ნ "------")

(ფაქტ. მის.: "------" )

2023 წლის 24 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა შპს „----- - ის “ (ს/ნ ------) №83256/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის №227-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით 2023 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდზე დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს. განმარტავს, რომ შპს „N1-ს “ სარემონტო სამუშაოები შეუსრულა აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც არის უკონტროლო მდგომარეობა (ადგილი ჰქონდა მასალების ქურდობის ფაქტებს, ვერ ხერხდებოდა აფხაზეთში შესასვლელად ნებართვის დროულად მიღება). ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №16076 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----- -ის “ (ს/ნ "------" ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 25 ივლისის №18044 ბრძანება და ამავე თარიღის №227-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 12 614 ლარი, მათ შორის, გადასახადი 8 151 ლარი, ჯარიმა 4 076 ლარი, საურავი 387 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს „----- - ის “ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის, შემოწმება დაეყრდო სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას. შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული და გაწეული მომსახურება/საქონელი თითოეული ტენდერის მიხედვით და დადგინდა, რომ პირი დღგ-ის დეკლარირებას ახდენს ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების საანგარიშო პერიოდის მიხედვით. საწარმო 2022 წლის 16 დეკემბრის N "-----" ხელშეკრულების ფარგლებში შპს „N1-ს “ უწევს საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოებს. 2022 წლის დეკემბერში დაბეგრილია ბანკში ჩარიცხული ავანსი 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში ავანსი - 10 330 ლარის ოდენობით (სახელმწიფო შესყიდვების ელ. პორტალის მიხედვით), ჯამში - 15 330 ლარი, რომელზეც არ არის გამოწერილი ავანსის ანგარიშ-ფაქტურა. 2023 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდში შპს „----- - ის “ მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა"------", 10 873 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების მომსახურების მიწოდებაზე, 2023 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდში საწარმომ გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-"------", ღირებულებით - 57 895 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით), რომელიც არ არის დაბეგრილი წინა პერიოდებში ჩარიცხული ავანსის თანხების განაშთვის შედეგად დარჩენილი თანხის 4 456 ლარის გამოკლებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის შესაბამისად, 2023 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდში გაწეულ მომსახურების თანხასა (57 895 ლარი) და წინა პერიოდებში ჩარიცხული ავანსების განაშთვის შედეგად დარჩენილ თანხას (4 456ლ) შორის სხვაობა (53 438/1.18=45 287 ლარი) ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას 2023 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდში. შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი 8 152 ლარი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის დეკემბერში დაბეგრილი აქვს ბანკში ჩარიცხული ავანსი 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში ავანსი - 10 330 ლარის ოდენობით (სახელმწიფო შესყიდვების ელ. პორტალის მიხედვით), ჯამში - 15 330 ლარი, რომელზეც არ არის გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა. 2023 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდში შპს „------ - ის “ მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-"------", 10 873 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების მომსახურების მიწოდებაზე, 2023 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდში საწარმომ გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-"------", ღირებულებით - 57 895 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით), რომელიც არ არის დაბეგრილი წინა პერიოდებში ჩარიცხული ავანსის თანხების განაშთვის შედეგად დარჩენილი თანხის 4 456 ლარის გამოკლებით. შედეგად, 2023 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდში გაწეულ მომსახურების თანხასა (57 895 ლარი) და წინა პერიოდებში ჩარიცხული ავანსების განაშთვის შედეგად დარჩენილ თანხას (4 456ლ) შორის სხვაობა შემოწმებით დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.

გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ამასთან, გადამხდელს არც დავის წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გამოიწვევდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ - ის “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით 2023 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდზე დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს.ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის შესაბამისად, 2023 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდში გაწეულ მომსახურების თანხასა და წინა პერიოდებში ჩარიცხული ავანსების განაშთვის შედეგად დარჩენილ თანხას შორის სხვაობა ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას 2023 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდში. შემოწმების მიერ, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

158,159,163,164,168.