წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ
📄 სრული ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2015 წლის 30 მარტი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 93-ე მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“, საქართველოს კანონის მე-3 და მე-5 მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.
მუხლი 1
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს:
ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების
ა1) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისთვის 1 (ერთი) ლარის ოდენობით.
ბ) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
გ) მოსაკრებელი სათამაშო ბიზნესისათვის.
2. მოსაკრებლების ოდენობა განისაზღვროს:
ა) მშენებლობის ნებართვისათვის-ახლადასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 1 ლარით.
ბ) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის-ფიზიკური პირებისათვის, ერთ სულ მოსახლეზე თვეში 0,30 ლარის ოდენობით. ამასთან, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
გ) განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემდეგი განაკვეთები სახეობების მიხედვით:
გ.ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 (ოცი ათასი) ლარით;
გ.ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 (ორი ათასი) ლარით;
გ.გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%-ით;
გ.დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
გ.დ.ა) სამორინის თამაშობებზე – კვარტალში 250000 ლარი;
გ.დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – კვარტალში 250000 ლარი;
გ.დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე – კვარტალში 250000 ლარი.
გ.ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%-ით;
გ.ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1 500 (ათას ხუთასი) ლარით;
გ.ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 (ოთხი ათასი) ლარით.
შენიშვნა: თუ სამორინეს ნებართვის მოწყობის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
4. სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 100000-მდე ქულის მქონე ოჯახი გათავისუფლდეს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 01.02.2017წ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 ივნისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 19.06.2024წ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 30.07.2024წ.
მუხლი 2
დამტკიცდეს:
ა) მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია /დანართი N1/;
ბ) იურიდიული პირებისათვის დაკავებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი დანართი N2-ის შესაბამისად;
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №47 დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებულის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლების შემოღების, მისი გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის დამტკიცების თაობაზე.“
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
თემურ ღვინჯილია
დანართი N1
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებულის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადის ინსტრუქცია
ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში ინსტრუქცია) აწესრიგებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის გადახდის წესს და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი /შემდგომში – მოსაკრებელი/ წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების დაწესებულ დაწესებულ საფასურს.
3. ნარჩენების წარმომქმნელი იურიდიული პირი ვალდებულია ხელშეკრულება გააფორმოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ ნარჩენების წარმომქმნელი იურიდიული პირი 3 თვის განმავლობაში არ იხდის დასუფთავების მოსაკრებელს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის არსებობის შემთხვევაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წერილობითი შეტყობინება ეგზავნება იურიდიულ პირს, რათა მისცეს მას 15-დღიანი ვადა აღნიშნული დარღვევის გამოსასწორებლად და მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი იურიდიული პირიდან დავალიანების დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში გაწყვიტოს მასთან ხელშეკრულება ცალმხრივად. ამასთან დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა და გადახდის ვადების დარღვევა დამრღვევს ჩაეთვლება დადებული ხელშეკრულების და დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული სანქციები.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018წლის 30 მარტის დადგენილება №18- ვებგვერდი, 10.04.2018წ.
მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი.
მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, დგინდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2. მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ხოლო იურიდიული პირებისათვის დაგროვებული წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით; მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
3. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებეშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს.
4. ნარჩენების წარმომქმნელი ოჯახის სულადობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
5. თუ კი წინასწარ გადახდილი თანხა , რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღისათვის არსებული, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელის შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისი გადახდისაგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურეობის ერთი თვის განმავლობაში მიღების შემდეგ. იურიდიული პირებისათვის– მომსახურეობის მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ, თვის დასრულებისთანავე.
3. ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენის წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი.
4. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთი თვეზე მეტი ხნით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს შესაბამის სამსახურს.
მუხლი 5. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
2. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის ვადაში.
3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
მუხლი 6. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მერიის შესაბამის სამსახურს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018წლის 30 მარტის დადგენილება №18- ვებგვერდი, 10.04.2018წ.
მუხლი 7. ინსტრუქციის მიღება და მასში ცვლილებების შეტანა
1. მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. ინსტრუქციაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი N2
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018წლის 30 მარტის დადგენილება №18- ვებგვერდი, 10.04.2018წ.
დასუფთავების მოსაკრებლის ტარიფები
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1718872505188 {null margin: 0 auto !important; }№
სამეწარმეო საქმიანობა
ზომის ერთეული
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (ლარი)
შენიშვნა
1
მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები
საერთო ფართობი კვ. მ
0,03
2
სახელმწიფო ორგანიზაციები
საერთო ფართობი კვ. მ
0.50 ან ნარჩენის 1 კუბ., 25 ლარი
3
ოფისები, სააგენტოები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები
საერთო ფართობი კვ. მ
0,5
4
კინოთეატრი
მაყურებლის ერთი სავარძელი
0,15
5
სკოლები, ბაგა-ბაღები (კერძო)
ერთ მოსწავლეზე
0,15
6
სასტუმროები
მომსახურების ერთეული (1 საწოლი)
3
7
საავადმყოფოები
ნარჩენის 1 კუბ. მ
25 ლარი
8
სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი, პოლიკლინიკები
საერთო ფართობი კვ. მ
1
9
აფთიაქები
საერთო ფართობი კვ. მ
0.5
10
სტადიონები, ღია ტიპის სპორტული მოედნები
საერთო ფართობი კვ. მ
0.1
11
კოლეჯი
ერთ სტუდენტზე
0,15 ან ნარჩენის 1 კუბ.მ 25 ლარი
12
დახურული ტიპის სპორტული დაბაზები
1 კუბ.მ
25 ლარი
13
სასურსათო და სხვა დასახელების მარკეტები
1 კუბ.მ
0.30
14
ლომბარდი
საერთო ფართობი კვ. მ
1
15
ბენზინგასამართი სადგურები
1 კვ.მ
0,8
16
სილამაზის სალონები
1 კვ.მ
0.5
17
რესტორნები, კაფე -ბარები, სასადილოები და სწრაფი კვების ობიექტები
1 კვ.მ
0.2
18
საცხობები და საკონდიტროები
1 კვ.მ
1
19
საავტომობილო სადგური
1 კვ.მ
25
20
ავტოსამრეცხაო, ავტოტექმომსახურების სადგურები, სახელოსნო
1 კვ.მ
0.5
21
მშენებარე ობიექტები
ფართის 1 კვ.მ
0,5
22
საბითუმო საწყობი
1 კვ.მ
0,3
23
საბანკეტო დარბაზები
1 კვ.მ
0,1
24
მეტალოპლასმასის, მინის დაჭრის და სხვა სახელოსნო
საერთო ფართობი კვ. მ
1
25
თხილის გადამამუშავებელი საწარმოები
1 კვ.მ
0,10
სეზონურად
26
შერეული საქონლის ბაზრობები
საერთო ფართობი 1 კვ. მ
0,15
27
ავტოსადგომები
1 კვ.მ
0.4
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე