გადაწყვეტილება №24400/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.12.2024
№ დოკუმენტი 24400/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 24400/2/2024

27 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------------4.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24400/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6041 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.07.2024 წლის №023-20 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.09.2024 წლის №20966 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 186 684,37 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 74 119

დღგ - 41 549

მოგების გადასახადი - 6 033

საშემოსავლო გადასახადი - 26 537

ჯარიმა - 65 308

საურავი - 47 257,37

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2021 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2021 წლის №023-23 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

მომჩივანი არ ეთანხმებოდა მზარდი ფულის ნაშთის, საკასო ხარჯის გამოკლებით, დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნის პერიოდში რეალიზებულად განხილვას და დღგით დაბეგვრას. ითხოვდა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.

შემოსავლების სამსახურის 28.12.2021 წლის №41502 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა პირველი სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება); - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 28.12.2021 წლის №41502 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 6.12.2023 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2023 წლის №023-27 კორექტირებული საგადასახდო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების შედეგად ფულის ნაშთი გაანგარიშებული იქნა შემოწმების ხელთ არსებული მიღებული შემოსავლის და გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების მიხედვით. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე დართულია ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შესყიდვის აქტები, რომელიც არ იყო წარმოდგენილი საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას. საჩივრებზე თანდართული დოკუმენტები (10 ფიზიკურ პირთან გაფორმებული შესყიდვის აქტი) შესწავლა/გამოკვლევისთვის (ფიზიკური პირებისგან საქონლის შეძენის, თანხის გადახდის და აღნიშნული საქონლის ფლობის ფაქტის რეალობის დადგენის მიზნით) სრულად გადაიგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2.11.2023 წერილით დგინდება, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოკითხულია 4 ფიზიკური პირი, რომლებმაც დაადასტურეს შესყიდვის აქტებში არსებული ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთი დაკორექტირდა (შემცირდა) მხოლოდ საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოკითხულ ფიზიკურ პირებთან გაფორმებულ შესყიდვის აქტებში არსებული ინფორმაციით. შედეგად, შემცირდა ფულის ნაშთი 138 306 ლარის ოდენობით, შესაბამისად, შემცირდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხა.

6.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2023 წლის №023-27 კორექტირებული საგადასახდო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა მზარდი ფულის ნაშთის, საკასო ხარჯის გამოკლებით, დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვდა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დარიცხული სანქციისგან (მათ შორის, გათავისუფლებას.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6041 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

შემოსავლების სამსახურის 28.12.2021 წლის №41502 ბრძანების აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა პირველი სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6041 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2024 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.07.2024 წლის №023-20 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

მომჩივანი არ ეთანხმებოდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და ითხოვდა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით სანქციებისგან გათავისუფლებას.

შემოსავლების სამსახურის 26.09.2024 წლის №20966 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საჩივრებზე თანდართული დოკუმენტები - 10 ფიზიკურ პირთან გაფორმებული შესყიდვის აქტის შესწავლა/გამოკვლევისთვის (ფიზიკური პირებისგან საქონლის შეძენის, თანხის გადახდის და აღნიშნული საქონლის ფლობის ფაქტის რეალობის დადგენის მიზნით) სრულად გადაიგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2023 წლის 02 ნოემბრის წერილით დგინდება, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოკითხულია 4 ფიზიკური პირი, რომლებმაც დაადასტურეს შესყიდვის აქტებში არსებული ინფორმაცია.

პირველი დასკვნით ფულის ნაშთი დაკორექტირდა (შემცირდა) მხოლოდ საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოკითხულ ფიზიკურ პირებთან გაფორმებულ შესყიდვის აქტებში არსებული ინფორმაციით, შედეგად შემცირდა ფულის ნაშთი 138 306 ლარის ოდენობით, რომელიც არ მოიცავდა გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციაში არსებულ შესყიდვის აქტებსა და შედარების სრულად.

18.07.2024 წლის დასკვნაში აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა შესყიდვის აქტების სრულად გათვალისწინება და შემცირებას დაექვემდებარა სალაროში არსებული ვირტუალური ფულადი ნაშთი მომჩივანი ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის ამ კონკრეტულ პოზიციას, რადგან აღნიშნული დავალება ერთხელ უკვე გაცემული იყო დავის განმხილველი ორგანოს მიერ და მისი აღსრულება უნდა მომხდარიყო 6.12.2023 წლის დასკვნის შედგენის დროსაც.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სრულად არ არის გათვალისწინებული წარდგენილი ინფორმაცია, კერძოდ დავების გადაწყვეტილების შედეგად დავალებული მტკიცებულებების წარდგენისას, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტებიც, რომლებიც აუდიტის დეპარტამენტს არ ქონდა გათვალისწინებული.

ვითხოვთ, ჩვენი უშუალო მონაწილეობით მოხდეს 28.12.2021 წლის №41502 ბრძანების აღსრულება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

მითითებულის გათვალისწინებით, დავის განმხილველ ორგანოს ყურადღება გვინდა მივაქციოთ, იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. გადამხდელის მიმართ გამოვლენილი დარღვევა თითქმის სრულად გამომდინარეობს არასწორად გაანგარიშებული ფასნამატიდან, რომლის სისწორის დადგენის შემდგომ გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დამატებით დარიცხული ძირითადი გადასახადი უმნიშვნელო იქნება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმასაურავი) გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 18.07.2024 წლის დასკვნიდან დგინდება შემდეგი:

შემოწმებით ფულის ნაშთი გაანგარიშდა შემოწმების ხელთ არსებული მიღებული შემოსავლისა და გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების მიხედვით. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართულ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შესყიდვის აქტები არ იყო წარმოდგენილი საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას.

შემოსავლების სამსახურის 28.12.2021 წლის №41502 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საჩივრებზე თანდართული დოკუმენტები (ფიზიკურ პირთან გაფორმებული შესყიდვის აქტი) შესწავლა/გამოკვლევისთვის (ფიზიკური პირებისგან საქონლის შეძენის, თანხის გადახდის და აღნიშნული საქონლის ფლობის ფაქტის რეალობის დადგენის მიზნით) სრულად გადაიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

საგამოძიებო სამსახურის 2.11.2023 წლის წერილით დგინდებოდა, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოიკითხა 4 ფიზიკური პირი, რომლებმაც დაადასტურეს შესყიდვის აქტებში არსებული ინფორმაცია.

საგამოძიებო სამსახურის წერილისა და შემოსავლების სამსახურის 28.12.2021 წლის №41502 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 6.12.2023 წელს შედგენილი დასკვნის მიხედვით, ფულის ნაშთი შემცირდა მხოლოდ 4 ფიზიკური პირისგან შეძენილი საქონლის ღირებულებით, შედეგად შემცირდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხა სულ 48 383 ლარი, მათ შორის, გადასახადი 32 640 ლარი და ჯარიმა 15 743 ლარი.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6041 ბრძანების აღსრულების პროცესში საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით საბჭოზე გამოთქმული მოსაზრებებისა და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესწავლის და ანალიზის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩაითვალა წარმოდგენილი შესყიდვის აქტების სრულად გათვალისწინება და აღნიშნულის საფუძველზე გადახდილი თანხით გადამხდელის მზარდი ფულის ნაშთის შემცირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 69 304 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 54 770 ლარით და ჯარიმა 14 534 ლარით. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი არსებითი მნიშვნელობის რაიმე არგუმენტი/მტკიცებულებები, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6041 ბრძანება.

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6041 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

ამდენად, საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6041 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6041 ბრძანების აღსრულების პროცესში საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით საბჭოზე გამოთქმული მოსაზრებებისა და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესწავლის და ანალიზის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩაითვალა წარმოდგენილი შესყიდვის აქტების სრულად გათვალისწინება და აღნიშნულის საფუძველზე გადახდილი თანხით გადამხდელის მზარდი ფულის ნაშთის შემცირება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 69 304 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 54 770 ლარით და ჯარიმა 14 534 ლარით.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 304(გ)