ბრძანება N 17211
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17211
22 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 20 ივნისის და 17 ივლისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 ივლისის სხდომაზე (ოქმი №79) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ -----------) №102709/21 და №90772/1/2024 საჩივრები, რომლებიც ეხება 2024 წლის პირველი ივნისის №33236421 შეტყობინებას, №C52801 საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემს (სეს ესნ) და დარიცხულ დღგ-ს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრების ავტორი განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტმა საბაჟო დეკლარაციაში საბავშვო ხველების წამლისთვის (---------) შეცვალა სასაქონლო კოდი, რამაც გამოიწვია დღგ-ს დარიცხვა 3132.56 ლარის ოდენობით. აღნიშნულს არ ეთანხმება იმ საფუძვლით, რომ საქონელი არის --------წარმოშობის, რომელსაც შეესაბამება 30049000 სეს ესნ კოდი, რაც მისი მოსაზრებით დასტურდება --------- შესაბამისი სამსახურის ექსპორტის დეკლარაციით, ევრო-1 სერთიფიკატით და ინვოისით. რატომ მოხდა სხვა სასაქონლო კოდის განსაზღვრა საბაჟო დეპარტამენტის მიერ, მისთვის გაურკვევლია.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს №---------- საბაჟო დეკლარაციაში საქონელს სეს ესნ კოდად მიეთითოს 30049000, მოეხსნას დარიცხული დღგ და ბათილად იქნეს ცნობილი 2024 წლის პირველი ივნისის №--------- შეტყობინება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „-----------“ (ს/ნ ----------) მიერ ელექტრონულად წარდგენილი №----------- (13.04.2024) ინვოისისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე 2024 წლის პირველ ივნისს დარეგისტრირდა ----------საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოექცა სიროფი „---------“ – 2 000 ერთეული. საბაჟო დეკლარაციის შევსებისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შეიცვალა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული სეს ესნ კოდი, კერძოდ, საქონელს (სიროფი „--------------“ – 2 000 ერთეული) ნაცვლად თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული 3004 90 990 სასაქონლო კოდისა, განესაზღვრა 2106 90 980 09 სასაქონლო კოდი.
სიროფი „----------“ წარმოადგენს პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსის დამატენიანებელ და დამცავ საშუალებას, ამცირებს მშრალი ხველის და ხმის ჩახლეჩვის სიმპტომებს, შეიცავს გაწმენდილი წყალს, ვაშლის წვენის კონცენტრატს, ლიქენის მალოს, ცაცხვის ბუნებრივ ექსტრაქტებს, ნატრიუმის ჰიალურონატს და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ ინტერპრეტაციის ძირითადი წესებისა და ნომენკლატურის სტრუქტურის შესაბამისად, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, კლასიფიცირდა 2106 90 980 09 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
ვინაიდან „2106“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი არ თავისუფლდება დღგ-ისგან, ხსენებული საქონლის იმპორტი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით და №----------- საბაჟო დეკლარაციით შპს „-----------“ (ს/ნ ---------) იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 3132.56 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლი ადგენს, რომ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიება გულისხმობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემოღებულ ღონისძიებს.
ამავე კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ადგენს, რომ საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. საბაჟო ორგანო კი, აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაცია უნდა ხორციელდებოდეს ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის წესი I-ს მიხედვით, კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია სეს ესნ-ში ხორციელდება სასაქონლო პოზიციების ტექსტების, აგრეთვე კარებისა და ჯგუფების შესაბამისი შენიშვნების მიხედვით და, თუ ასეთი ტექსტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომდევნო წესების დებულებების შესაბამისად. ამავდროულად, სასაქონლო კარების და ჯგუფების შენიშვნები მოიცავს/ითვალისწინებს შესაბამისი პოზიციის განმარტებებს (პრაქტიკული ინსტრუქცია საქონლის იდენტიფიკაციისათვის), სადაც წარმოდგენილია პროდუქტების ჩამონათვალი აღწერილობით, რომელიც კლასიფიცირდება ან გამორიცხულია კონკრეტული სასაქონლო პოზიციიდან/კოდიდან. ამასთან, სასაქონლო პოზიციის განმარტებებში არსებული „გამორიცხვები“ იძლევა მითითებას, საქონლის აღწერილობის გათვალისწინებით რომელ სასაქონლო პოზიციაში უნდა მოხდეს კონკრეტული საქონლის კლასიფიცირება.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ 2024 წლის პირველ ივნისის №--------- საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოექცა სიროფი „------------“ – 2 000 ერთეული.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ სიროფი „-----------“ წარმოადგენს პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსის დამატენიანებელ და დამცავ საშუალებას, ამცირებს მშრალი ხველის და ხმის ჩახლეჩვის სიმპტომებს, შეიცავს გაწმენდილი წყალს, ვაშლის წვენის კონცენტრატს, ლიქენის მალოს, ცაცხვის ბუნებრივ ექსტრაქტებს, ნატრიუმის ჰიალურონატს. შესაბამისად, სიროფი „-----------“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ ინტერპრეტაციის ძირითადი წესებისა და ნომენკლატურის სტრუქტურის შესაბამისად, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მართებულად კლასიფიცირდა 2106 90 980 09 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
რაც შეეხება 2024 წლის პირველი ივნისის №33236421 შეტყობინებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს საინფორმაციო ხასითის მქონე წერილს, რომლითაც დეკლარანტს წერილობით ეცნობება კონკრეტული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული/გადასახდელი იმპორტის გადასახდელის და/ან მომსახურების საფასურის ოდენობა, სახაზინო კოდი/ანგარიშის ნომერი და გადახდის ბოლო ვადა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2024 წლის პირველი ივნისის №--------- საბაჟო დეკლარაციაში მითითებული სეს ესნ კოდი, დარიცხული დღგ და №33236421 შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ---------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს №C52801 საბაჟო დეკლარაციაში საქონელს სეს ესნ კოდად მიეთითოს 30049000, მოეხსნას დარიცხული დღგ და ბათილად იქნეს ცნობილი 2024 წლის პირველი ივნისის №33236421 შეტყობინება.
ფაქტობრივი გარემოებები
შპს-ს მიერ ელექტრონულად წარდგენილი ინვოისისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე 2024 წლის პირველ ივნისს დარეგისტრირდა საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოექცა. საბაჟო დეკლარაციის შევსებისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შეიცვალა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული სეს ესნ კოდი. ვინაიდან „2106“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი არ თავისუფლდება დღგ-ისგან, ხსენებული საქონლის იმპორტი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით და შპს-ს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2024 წლის პირველი ივნისის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული სეს ესნ კოდი, დარიცხული დღგ და №33236421 შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს;34;35;
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტით