გადაწყვეტილება №27050/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 13.05.2026
№ დოკუმენტი 27050/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№27050/2/2026

13 მაისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 1.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27050/2/2026).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახდო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №086-56 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.03.2026 წლის №4736 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 516 955.17 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 829 765.39

დღგ - 309 056.41

საშემოსავლო გადასახადი - 520 708.98

ჯარიმა - 414 882.80

საურავი - 272 306.98

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სარესტორნე და საკვებით მობილური მომსახურება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 29.03.2023 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №28504 ბრძანება და №086-56 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.03.2026 წლის №4736 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

მომჩივანი წარმოადგენს პოზიციას შემოწმებით დარიცხული თანხების არამართლზომიერებაზე, მაგრამ არ წარმოადგენს არგუმენტებს სადავო აქტის, კერძოდ შემოსავლების სამსახურის 2.03.2026 წლის №4736 ბრძანების გასაჩივრების ვადის გაშვების თაობაზე. შემოსავლების სამსახურის 8.04.2026 წლის №31079-21-04 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2.03.2026 წლის №4736 ბრძანება გაიგზავნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2.03.2026 წელს და გაცნობა ფიქსირდება იმავე დღეს, 2.03.2026 წელს.

სადავო აქტის გასაჩივრების ბოლო დღე იყო 2026 წლის 23 მარტი (მე-20 დღე, 22 მარტი - კვირა), ხოლო საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 2026 წლის 1 აპრილს (ელექტრონულად), გასაჩივრებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 8 აპრილს სატელეფონო კომუნიკაცია განხორციელდა საჩივარში მითითებულ ტელეფონის ნომერზე პირთან (კომპანიის ბუღალტერი ----), რომელსაც ეცნობა შემოსავლების სამსახურის ბრძანების გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევას თაობაზე. მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება/არგუმენტი, გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეულია შემოსავლების სამსახურის 2.03.2026 წლის №4736 ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა და არ იკვეთება გაშვებული ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახდო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სარესტორნე და საკვებით მობილური მომსახურება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №4736 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

სადავო აქტის გასაჩივრების ბოლო დღე იყო 2026 წლის 23 მარტი (მე-20 დღე, 22 მარტი - კვირა), ხოლო საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 2026 წლის 1 აპრილს (ელექტრონულად), გასაჩივრებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი.