ბრძანება N 24956
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24956
30 ოქტომბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ ----------)
(მის.:-----------------------------)
2026 წლის 15 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ ----------) 2026 წლის 15 ოქტომბრის №105061/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 სექტემბრის №005-183 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 16 სექტემბრის №20380 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 16 სექტემბრის №20380 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მიღებული შემოსავლის 75% გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 16 სექტემბრის №20380 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 21 სექტემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2026 წლის 14 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა ჯამში 462 249 ლარით, მათ შორის, გადასახადი 308 166 ლარით და ჯარიმა 154 083 ლარით.
აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 23 სექტემბრის №005-183 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა 598 625 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 373 208
ჯარიმა - 186 604
საურავი - 38 813
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით:
გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა/დაუკორექტირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი განმარტავს, რომ ჯართის შეძენას ახორციელებს ჯართის მიმღები პუნქტიდან, ხოლო რეალიზაციას რამდენიმე კომპანიაზე. მიუთითებს, რომ ერთი ტონა ჯართის ყიდვა-გაყიდვისას კომპანიას ზოგიერთ შემთხვევაში მოგება საერთოდ არ რჩება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში მოგება მხოლოდ 10-20 ლარს შეადგენს. მიაჩნია, რომ შემოწმებას არ უნდა გამოეყენებინა არაპირდაპირი მეთოდი, რადგან სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის მოცულობა არასწორად არის განსაზღვრული. განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში საქონელი შეძენილი აქვს სასაქონლო ზედნადებებით, რომელთა ფასები თანხვედრაშია ჯართის მიმღებ ბაზებზე ფიზიკური პირებისთვის გადახდილ თანხებთან. აღნიშნავს, რომ შეუძლია წარმოადგინოს ჯართის შეძენის ჟურნალები, სადაც დაფიქსირებულია შესყიდვის ფასები. ითხოვს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის მოცულობის განსაზღვრას დოკუმენტურად დადასტურებული შესყიდვის ფასების გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა/დაუკორექტირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი არგუმენტები რაც არ დაკმაყოფილდა და არ იყო შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად,განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №20380 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №20380 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი. კერძოდ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს მიღებული შემოსავლის 75%-ი გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
შემოსავლების სამსახურის №20380 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა ჯამში 462 249 ლარით, მათ შორის, გადასახადი 308 166 ლარით და ჯარიმა 154 083 ლარით.აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №005-183 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად,განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);