ბრძანება N 32440

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.12.2023
№ დოკუმენტი 32440
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 32440

22 .12. 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

-----------------ის (ს/ნ -----------------)

(მის.:------------------------------------)

2023 წლის 17 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №131) განიხილა -----------------ის (ს/ნ -----------------) №85148/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება 2011 წლის 9 დეკემბრის №43164 საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახულ საგადასახადო ვალდებულებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წელს ასახულ საგადასახადო ვალდებულებას და განმარტავს, რომ №21-10/87821 საბაჟო დეპარტამენტის წერილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხვა განხორციელებულია 2011 წლის 9 დეკემბრის №43164 საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე. 24.10.2023 წელს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე დავალიანებამ შეადგინა 144.43 ლარი, მ.შ. ძირითადი გადასახადი 106.67 ლარი და საურავი 37.76 ლარი.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს პირადი აღრიცხვის ბარათზე 2011 წლის 9 დეკემბრის №43164 საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე ასახული ძირითადი გადასახადის და საურავის თანხის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და მომსახურების დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით -----------------ის (ს/ნ -----------------) პირადი აღრიცხვის ბარათზე 24.10.2023 წლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 144,43 ლარი, მათ შორის ქონების გადასახადი 106,67ლარი და საურავი 37,76 ლარი.

დავალიანება ძირითად ნაწილში შედგება დარიცხული და არასრულად გადახდილი თანხებით, კერძოდ, 01.01.2016 წლიდან, ერთიანი სახაზინო კოდის ამოქმედების შემდგომ, ერთიან ბარათზე ათვლის სათავედ (საწყის ნაშთად) გადმოტანილია დავალიანება გადასახადი 1 309,00 ლარი და საურავი 186,04 ლარი. 01.01.2016 წლიდან 24.10.2023 წლის ჩათვლით პერიოდში მომჩივნის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული გადასახადები შეადგენს სულ 12 579,00 ლარს, შემცირებული 22,00 ლარს, ბიუჯეტში გადახდილი 14 212,33 ლარს, დარიცხული საურავი 490,75 ლარს, საიდანაც დაფარული საურავი შეადგენს 452,99 ლარს (1,309.00+12,579.00-22.00-14,212.33+452.99=106.66 ლარი).

ამასთან, პირადი აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის თანახმად გადახდილი/შემცირებული თანხით პირველად დაიფარება უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულება, ხოლო შემდგომი პერიოდის დარიცხული ვალდებულებები აისახება დავალიანებაში. კერძოდ, გადასახადის გადახდის სავადო თარიღით დალაგებული პირადი აღრიცხვის ბარათის მონაცემებით, 15.11.2022 წელს გადახდილი თანხიდან (3,512.00ლარი) დაფარულია აღნიშნული სავადო თარიღისათვის არსებული ძირითადი დავალიანების ნაწილი, 3 618,67 ლარიდან 3 512,00 ლარი, ხოლო 15.11.2022 წლის ვადით დარიცხული 2022 წლის ქონების გადასახადის (3 512,00 ლარი) თანხიდან 106,67 ლარი ასახულია ძირითად დავალიანებაში (3,618.67-3,512.00=106.67). თავის მხრივ გადაუხდელ ძირითად დავალიანებაზე დარიცხულია საურავი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად, რამაც 24.10.2023 წლის მდგომარეობით შეადგინა 37,76 ლარი.

ამასთან, 27.10.2023 წელს გადახდილია 150,00 ლარი, რითაც დაფარულია ამ პერიოდისათვის არსებული დავალიანება (ძირითადი 106,67ლ და საურავი 37,92ლ) და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილმა თანხამ შეადგინა 5,41 ლარი.

საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 26 ოქტომბრის №506644 განცხადებით (შემოსული დოკუმენტის რეგ. №180785/21), მომჩივანი ითხოვდა განმარტებას მისთვის დარიცხული 144,43 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანების შესახებ. მომსახურების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესწავლის შედეგად გამოირკვა: „2023 წლის 24 ოქტომბერს -----------------ის (ს/ნ -----------------) გპაბ-ზე 14.12.2011 წლის სავადოთი დარიცხულია საბაჟო გადასახადები: დღგ - 25.00 ლარი და იმპორტი 4,00 ლარი. რამაც გამოიწვია საურავის წარმოშობა 120,46 ლარის ოდენობით.

იქიდან გამომდინარე, რომ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის მიხედვით ზემოთ მითითებული საბაჟო დავალიანება (დღგ – 25 ლარი და იმპორტის გადასახადი – 4 ლარი) წარმოშობილი იყო 2011 წლის 9 დეკემბრის №43164 საბაჟო დეკლარაციით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილ იქნა აღნიშნული დეკლარაცია და მისი თანმხლები დოკუმენტები. საპასუხოდ, საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტები აღარ ინახება, ვინაიდან 2013 წლამდე საბაჟო დოკუმენტაცია, რომელთაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის საქმეთა ნაერთი ნომენკლატურის საფუძველზე გაუვიდათ შენახვის ვადა და დაკარგეს პრაქტიკული მნიშვნელობა, განადგურებული იქნა შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №1 აქტის საფუძველზე.

აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 8 ნოემბრის №21- 10/87821 წერილით ეცნობა ფიზიკურ პირ -----------------ის (ს/ნ -----------------) .

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო დავალიანება აღიარებულია, თუ დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია, რომ 2023 წლის 24 ოქტომბერს -----------------ის (ს/ნ -----------------) 14.12.2011 წლის სავადოთი გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახულია 2011 წლის 9 დეკემბრის №43164 საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელი: დღგ - 25.00 ლარი და იმპორტი 4,00 ლარი. აღნიშნულმა გამოიწვია საურავის წარმოშობა 120,46 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. -----------------ის (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წელს ასახულ საგადასახადო ვალდებულებას .ითხოვს პირადი აღრიცხვის ბარათზე 2011 წლის 9 დეკემბრის №43164 საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე ასახული ძირითადი გადასახადის და საურავის თანხის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და მომსახურების დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მომჩივანის პირადი აღრიცხვის ბარათზე 24.10.2023 წლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 144,43 ლარი, დავალიანება ძირითად ნაწილში შედგება დარიცხული და არასრულად გადახდილი თანხებით.

საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 26 ოქტომბრის №506644 განცხადებით (შემოსული დოკუმენტის რეგ. №180785/21), მომჩივანი ითხოვდა განმარტებას მისთვის დარიცხული 144,43 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანების შესახებ. მომსახურების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესწავლის შედეგად გამოირკვა: „2023 წლის 24 ოქტომბერს მომჩივანის გპაბ-ზე დარიცხულია საბაჟო გადასახადები: დღგ - 25.00 ლარი და იმპორტი 4,00 ლარი. რამაც გამოიწვია საურავის წარმოშობა 120,46 ლარის ოდენობით.ვინაიდან ზემოთ მითითებული საბაჟო დავალიანება (დღგ – 25 ლარი და იმპორტის გადასახადი – 4 ლარი) წარმოშობილი იყო 2011 წლის 9 დეკემბრის №43164 საბაჟო დეკლარაციით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილ იქნა აღნიშნული დეკლარაცია და მისი თანმხლები დოკუმენტები. საპასუხოდ, საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტები აღარ ინახება, ვინაიდან 2013 წლამდე საბაჟო დოკუმენტაცია, რომელთაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის საქმეთა ნაერთი ნომენკლატურის საფუძველზე გაუვიდათ შენახვის ვადა და დაკარგეს პრაქტიკული მნიშვნელობა, განადგურებული იქნა შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №1 აქტის საფუძველზე.აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 8 ნოემბრის №21- 10/87821 წერილით ეცნობა მომჩივანს .

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272(1);