ბრძანება N 23872

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.10.2026
№ დოკუმენტი 23872
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23872

21 ოქტომბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----" (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )

2026 წლის 21 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N 92) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) 2026 წლის 21 სექტემბრის N 104701/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 16 ივლისის N 041-50 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 8 ივნისის N 12510 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2025 წლის პირველი მაისიდან 2026 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდების მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში ასახული განაწილებული მოგებიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 16 ივლისის N 16364 ბრძანება და ამავე თარიღის N 041-50 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა 6 731 ლარი;

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 4 499 ლარი;

ჯარიმა - 1 883 ლარი;

საურავი - 349 ლარი;.

 

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

შპს ,,-----“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 26.10.2023 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 26.10.2023 წელს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში განაწილებული და გაცემული დივიდენდის თანხა სრულად არ ჰქონდა დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. კერძოდ, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების შესაბამისად დეკლარირებული განაწილებული მოგება შეადგენდა 509 867 ლარს, ხოლო წარმოდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციების შესაბამისად დეკლარირებული დივიდენდის განაცემი კი 419 890 ლარს. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე, 154-ე მუხლებით და შესამოწმებელ პერიოდზე განაწილებული დივიდენდის სხვაობა, 89 976 ლარის ოდენობით, (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ 2026 წლის თებერვლის თვეში მიღებულმა განაწილებულმა მოგებამ შეადგინა 343 701 ლარი, რაც დადეკლარირებული აქვს და ასევე, გადასახადებიც გადახდილი აქვს სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დარიცხული გადასახადისა და ჯარიმის გაუქმებას.

 

შემოსავლების სამსახური:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში განაწილებული და გაცემული დივიდენდის თანხა სრულად არ ჰქონდა დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. კერძოდ, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების შესაბამისად დეკლარირებული განაწილებული მოგება შეადგენდა 509 867 ლარს, ხოლო წარმოდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციების შესაბამისად დეკლარირებული დივიდენდის განაცემი - 419 890 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდზე განაწილებული დივიდენდის სხვაობა 89 976 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები, მ.შ. ჯარიმა განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ მომჩივანს ჩაუტარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება მოგების გადასახადის ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით, რის საფუძველზეც შედგა შემოწმების აქტი, გამოიცა შესაბამისი ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები, მ.შ. ჯარიმა განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275; 154(8); 130(1);.