გადაწყვეტილება №11950/2/16

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 14.02.2020
№ დოკუმენტი 11950/2/16
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№11950/2/16

14.02.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 14.02.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ 20.01.2016 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

 

დავის საგანი:

1. ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლების განსაზღვრა აღრიცხვის დარიცხვის მეთოდის გამოყენებით;

2. ------- ის ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განხილვა;

3. სალაროს ნაშთის პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა;

4. ურთიერთდამოკიდებული პირისგან მიღებული სესხის პროცენტის დაკორექტირება საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად;

5. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

6. საგადასახადო შემოწმებისა და დავის პერიოდში დარიცხული საურავისგან გათავისუფლება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2014 წლის №094-178 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.12.2015 წლის №50295 ბრძანება;

 

დარიცხული თანხა: 108977 ლარი

მათ შორის:

დღგ - 19029 ლარი (გადასახადი - 3785, ჯარიმა - 370, საურავი - 14874).

მოგების გადასახადი - საურავი - 1937.

საშემოსავლო გადასახადი - 20732 ლარი (გადასახადი - 8848, ჯარიმა - 4768, საურავი - 7116).

მიწა - არასასოფლო - 67279 ლარი (გადასახადი - 31638, ჯარიმა - 15819, საურავი - 19822).

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2014 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის მიხედვით, შპს ------- საქმიანობის სახეა ------- ------- ში. აღნიშნული აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2014 წლის №094-178 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.12.2015 წლის №50295 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გადაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ------ (ს/ნ ----) და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა 14.01.2020 წლის №ა2-21 საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლის 3.3 პუნქტის თანახმად, საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, გადასახადის გადამხდელს 2019 წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვრა 615000 ლარით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გასაჩივრებული საგადასახადო დავალიანებაზე წარდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2014 წლის №094-178 საგადასახადო მოთხოვნა და საგადასახადო შეთანხმება გაფორმებულია 22.09.2019 წლის მდგომარეობით გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე არსებულ დავალიანებაზე, გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება და საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.