გადაწყვეტილება №25296/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25296/2/2025
03 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --------------ი (ს/ნ ---------------------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------------ის 12.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №--------/2/2025).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.05.2025 წლის №------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 10.06.2025 წლის №12047 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 500 ლარი.
ფაქტების აღწერა
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (90 ლარის საბაზრო ღირებულების 15მ3 ქვიშა-ხრეში) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, მომჩივანს, 21.05.2025 წლის №----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.06.2025 წლის №12047 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 ნაწილებით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, დადგენილად მიიჩნევს გადასახადის გადამხდელის მხრიდან სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და განმარტავს, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას, ასევე მიზანშეუწონელია საგადასახადო კოდექსის 269-ე და 270- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
18.05.2025 წელს -----ის მიმდებარედ, სოფელ -----ში გააჩერა გარემოს დაცვის სამსახურმა, რა დროსაც მისი კუთვნილი ავტომობილით ახორციელებდა 15მ3 ქვიშა-ხრეშის გადაზიდვას. სასაქონლო ზედნადები არ იყო ატვირთული. არ იცოდა, რომ აღნიშნული ტვირთის გადაზიდვისთვის შესაბამისი დოკუმენტი უნდა ჰქონოდა. არის უმუშევარი და არ გააჩნია შემოსავალი.
ითხოვს ჯარიმის პატიებას ან გაფრთხილებით შეცვლას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება. მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.
საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 23.06.2025 წლის №----21- 12 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ----ის რეგიონული სამმართველოს 19.05.2025 წელს №---- წერილის საფუძველზე დადგინდა, რომ 18.05.2025 წელს მომჩივანი ,,---“ მარკის ავტომანქანით (სახ.№---) ახორციელებდა 15მ3 ქვიშა-ხრეშის ტრანსპორტირებას ----ის რაიონის სოფელ ----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე. გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოყენებული იქნა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია და მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე 21.05.2025 წელს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №------.
მომჩივანი არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, განმარტავს, რომ არ იცოდა, რომ აღნიშნული ტვირთის გადაზიდვისთვის შესაბამისი დოკუმენტი უნდა ჰქონოდა. არის უმუშევარი და არ გააჩნია შემოსავალი.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ამ კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივნისთვის აღნიშნული წარმოადგენს პირველ შემთხვევას, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.06.2025 წლის №12047 ბრძანება;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის 21.05.2025 წლის №----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
4. მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, შეეფარდოს გაფრთხილება; 5. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.
ფაქტობრივი გარემოებები
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, მომჩივანს, 21.05.2025 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №12047 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან მომჩივნისთვის აღნიშნული წარმოადგენს პირველ შემთხვევას, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 270(7); 286(1);