გადაწყვეტილება №88644/1/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.07.2024
№ დოკუმენტი 88644/1/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№88644/1/2024

16 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 26.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №88644/1/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 10.11.2023 წლის №20693/2/2023 გადაწყვეტილების (რეგ. 24.01.2024წ. №03/4760) აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 27.02.2024 წლის №006-56 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 386 139,97 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 279 120

დღგ - 220 297

მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - (- 323)

მოგების გადასახადი - 51 932

საშემოსავლო გადასახადი - 7 780

ქონების გადასახადი - (- 566)

ჯარიმა - 57 858

საურავი - 49 161,97

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი, ხოლო საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-81-ე ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნების მიმართ 1.10.2018 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2022 წლის №006-554 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.08.2023 წლის №19641 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 10.11.2023 წლის №20693/2/2023 გადაწყვეტილებით (რეგ. 24.01.2024წ. №03/4760) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდა შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების გათვალისწინებით დღგ-ის ჩათვლის გაუქმების შედეგად გაანგარიშებული გადასახადის საფუძველზე დარიცხული საურავისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 10.11.2023 წლის №20693/2/2023 გადაწყვეტილების (რეგ. 24.01.2024წ. №03/4760) აღსრულების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2024 წლის დასკვნის მიხედვით, საბჭოს 24.01.2024 წლის გადაწყვეტილების (№20693/2/2023) შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშებულ იქნა 7.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, საიდანაც შემცირებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების გათვალისწინებით დღგ-ის ჩათვლის გაუქმების შედეგად გაანგარიშებული გადასახადის საფუძველზე დარიცხული საურავი. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილების შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 27.02.2024 წლის №006-56 საგადასახადო მოთხოვნა.

აუდიტის დეპარტამენტის 27.02.2024 წლის №006-56 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა 23.03.2024 წელს №88644/1/2024 საჩივარი წარადგინა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №---------- წერილით 23.03.2024 წლის №88644/1/2024 საჩივარი გამოგზავნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საურავის შემცირება განხორციელდა მხოლოდ ნაწილობრივ, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების თარიღამდე - 24.01.2024 წლამდე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის 27.02.2024 წლის №006-56 საგადასახადო მოთხოვნა და 26.02.2024 წლის №4158 ბრძანება საჩივრდება სწორედ ამ ნაწილში.

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ კომპანია გაათავისუფლა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების გათვალისწინებით დღგ-ის ჩათვლის გაუქმების შედეგად გაანგარიშებული გადასახადის საფუძველზე დარიცხული საურავისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ნაწილზე დარიცხული დღგ-ის ძირითად თანხაზე კომპანიას საურავი არ უნდა დაერიცხოს.

განხორციელებული ქმედებით 26.02.2024 წლის №4158 ბრძანების თანახმად, იდენტიფიცირებულია თანხები, შესაბამისად გაუქმდა სავადო თარიღებით დარიცხული დღგ-ის თანხები თავის სავადო თარიღებით და დაერიცხა ჯამურად 24.01.2024 წლის სავადო თარიღით, რამაც საურავი შეამცირა მხოლოდ ნაწილობრივ - 24.01.2024 წლამდე.

აღნიშნული წარმოადგენს საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ ნაწილობრივ, არასრულყოფილად აღსრულებას, ვინაიდან საურავი კომპანიას მოცემულ კონკრეტულ თანხებზე მხოლოდ 24.01.2024 წლამდე კი არა, საერთოდ აღარ უნდა ერიცხებოდეს.

ბრძანების თანახმად, კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი სავადო თარიღებით დარიცხვის შემცირება მართებულია, მაგრამ არასწორია მათი 24.01.2024 წლის სავადო თარიღით ხელახლა დარიცხვა, რადგანაც პირად ბარათზე უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ იმ სვეტში, სადაც გადასახადს საურავი არ ერიცხება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება აღსრულებულია არასრულყოფილად, მხოლოდ ნაწილობრივ და 24.01.2024 წლიდან გადასახადს, რომელზეც მიღებულია საურავისგან გათავისუფლების გადაწყვეტილება ერიცხება საურავი.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ვითხოვთ აუდიტის დეპარტამენტის 27.02.2024 წლის №006-56 საგადასახადო მოთხოვნისა და 26.02.2024 წლის №4158 ბრძანების, აღუსრულებელ ნაწილში ბათილობას. შესაბამისად, გთხოვთ კონკრეტულად იდენტიფიცირებული თანხები გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახოს ისე, რომ არ დაერიცხოს საურავები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს 10.11.2023 წლის №20693/2/2023 გადაწყვეტილებით (რეგ. 24.01.2024წ. №03/4760) საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდა შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების გათვალისწინებით დღგ-ის ჩათვლის გაუქმების შედეგად გაანგარიშებული გადასახადის საფუძველზე დარიცხული საურავისგან.

აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2024 წლის დასკვნის მიხედვით, საბჭოს 24.01.2024 წლის გადაწყვეტილების (№20693/2/2023) შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშებულ იქნა 7.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, საიდანაც შემცირებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების გათვალისწინებით დღგ-ის ჩათვლის გაუქმების შედეგად გაანგარიშებული გადასახადის საფუძველზე დარიცხული საურავი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების გათვალისწინებით დღგ-ის ჩათვლის გაუქმების შედეგად გაანგარიშებული გადასახადის საფუძველზე დარიცხული საურავისგან, აღნიშნული ითვალისწინებს, რომ მითითებულ ნაწილში მომჩივანს არ უნდა დაერიცხოს შესაბამისი საურავი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს საურავის გაანგარიშების საკითხი და მითითებულ ნაწილში საურავის დარიცხვის შემთხვევაში უზრუნველყოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 27.02.2024 წლის №006-56 საგადასახადო მოთხოვნა;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს საურავის გაანგარიშების საკითხი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2024 წლის დასკვნის მიხედვით, საბჭოს 24.01.2024 წლის გადაწყვეტილების (№20693/2/2023) შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშებულ იქნა 7.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, საიდანაც შემცირებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების გათვალისწინებით დღგ-ის ჩათვლის გაუქმების შედეგად გაანგარიშებული გადასახადის საფუძველზე დარიცხული საურავი.

სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების გათვალისწინებით დღგ-ის ჩათვლის გაუქმების შედეგად გაანგარიშებული გადასახადის საფუძველზე დარიცხული საურავისგან, აღნიშნული ითვალისწინებს, რომ მითითებულ ნაწილში მომჩივანს არ უნდა დაერიცხოს შესაბამისი საურავი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს საურავის გაანგარიშების საკითხი და მითითებულ ნაწილში საურავის დარიცხვის შემთხვევაში უზრუნველყოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).