გადაწყვეტილება №21534/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21534/2/2023
13 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 8.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21534/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.10.2023 წლის №125-24 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27732 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 45 117 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 30 626
დღგ - 16 253
საშემოსავლო გადასახადი - 14 373
ჯარიმა - 11 295
საურავი - 3 196
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა თამბაქოს პროდუქტებით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 26 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.10.2023 წლის №24440 ბრძანება და №125-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27732 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27732 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 13.11.2023 წელს და მისი გაცნობა ფიქსირდება იმავე დღეს 13.11.2023 წელს. საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 8.12.2023 წელს.
მომჩივანი საჩივარზე დამატებით წარმოდგენილ (21.12.2023 წელი) განცხადებაში აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროში გადმოსაგზავნი საჩივარი გამზადდა და აიტვირთა ბუღალტრის მიერ ვადაში - 3 დეკემბერს, რის მერე იგი 5 დღის განმავლობაში იმყოფებოდა კლინიკაში და როდესაც გადამოწმდა საჩივარი მიღებული იყო თუ არა წარმოებაში აღმოჩნდა, რომ საჩივარი ინტერნეტის ხარვეზის-ტექნიკური გაუმართაობის გამო არ იყო გადმოგზავნილი და დადგენილ ვადას აცდა 3 დღე. ითხოვს ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებას და საჩივრის ვადაში წარმოდგენილად ჩათვლას.
აღსანიშნავია, რომ 11.12.2023 წელს განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია საჩივარში მითითებულ ტელეფონზე, რომელიც წარმოადგენს ბუღალტრის ნომერს, რომელმაც აღნიშნა, რომ 2023 წლის 3 დეკემბერს ატვირთა საჩივარი და მასთან დაკავშირებული დანართები, რაც ფიქსირდება კიდეც ხსენებული დოკუმენტების გასწვრივ, ელექტრონულად რეგისტრირებული საჩივრის გვერდზე, მაგრამ როგორც გაარკვია დაავიწყდა გამოგზავნის ღილაკზე დაჭერა, შემდგომ გამოაგზავნა საჩივარი და ელექტრონულად რეგისტრირებულია 8 დეკემბერს.
საბჭოსათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს ეთხოვა ინფორმაციის წარმოდგენა ზემოაღნიშნულზე და ასევე, ინფორმაციის წარმოდგენა სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში გადასახადის გადამხდელის მიერ, 2023 წლის 1 დეკემბრიდან 8 დეკემბრამდე პერიოდში, კერძოდ 2023 წლის 3 დეკემბერს საჩივრის რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის შესაძლო მცდელობის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის 8.01.2024 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) ვებ-გვერდზე №125-24 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებულად აიტვირთა 2023 წლის 3 დეკემბერს, ხოლო საჩივრის (№21534/2/2023) გადმოგზავნა განხორციელებულია 8.12.2023 წელს და რომ ამ პერიოდში სისტემაში ხარვეზი არ დაფიქსირებულა.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტი ვერ მიიჩნევა გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძვლად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომა წესით მხოლოდ გადასახადის გადამხდელს აქვს, ხოლო თუ მან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომის უფლება სხვა პირს მიანდო, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგების რისკის მატარებელი მხოლოდ გადასახადის გადამხდელია.
ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის სადავო 13.11.2023 წლის №27732 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 13 ნოემბერს, გასაჩივრების ბოლო დღე იყო 2023 წლის 4 დეკემბერი (მე-20 დღე 3 დეკემბერი არის კვირა), საჩივარი რეგისტრირებულია ელექტრონულად 2023 წლის 8 დეკემბერს, სადავო აქტის გასაჩივრებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადის დარღვევით. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ექვემდებარება განუხილველად დატოვებას საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
11.12.2023 წელს განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია საჩივარში მითითებულ ტელეფონზე, რომელიც წარმოადგენს ბუღალტრის ნომერს, რომელმაც აღნიშნა, რომ 2023 წლის 3 დეკემბერს ატვირთა საჩივარი და მასთან დაკავშირებული დანართები, რაც ფიქსირდება კიდეც ხსენებული დოკუმენტების გასწვრივ, ელექტრონულად რეგისტრირებული საჩივრის გვერდზე, მაგრამ როგორც გაარკვია დაავიწყდა გამოგზავნის ღილაკზე დაჭერა, შემდგომ გამოაგზავნა საჩივარი და ელექტრონულად რეგისტრირებულია 8 დეკემბერს. საბჭოსათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს ეთხოვა ინფორმაციის წარმოდგენა ზემოაღნიშნულზე და ასევე, ინფორმაციის წარმოდგენა სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში გადასახადის გადამხდელის მიერ, 2023 წლის 1 დეკემბრიდან 8 დეკემბრამდე პერიოდში, კერძოდ 2023 წლის 3 დეკემბერს საჩივრის რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის შესაძლო მცდელობის შესახებ. შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის 8.01.2024 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, მომჩივანის ვებ-გვერდზე №125-24 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებულად აიტვირთა 2023 წლის 3 დეკემბერს, ხოლო საჩივრის (№21534/2/2023) გადმოგზავნა განხორციელებულია 8.12.2023 წელს და რომ ამ პერიოდში სისტემაში ხარვეზი არ დაფიქსირებულა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის სადავო 13.11.2023 წლის №27732 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 13 ნოემბერს, გასაჩივრების ბოლო დღე იყო 2023 წლის 4 დეკემბერი (მე-20 დღე 3 დეკემბერი არის კვირა), საჩივარი რეგისტრირებულია ელექტრონულად 2023 წლის 8 დეკემბერს, სადავო აქტის გასაჩივრებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადის დარღვევით. ამდენად, საჩივარი ექვემდებარება განუხილველად დატოვებას საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 301(ე).