ბრძანება N 828
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 828
29 იანვარი 2025
ბრძანება
შპს „---------“-ის (ს/ნ „---------“)
(მის.: „---------“)
2025 წლის 23 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 28 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ „---------“) №93873/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 დეკემბრის №056-76 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა მხოლოდ ნაწილობრივ განახორციელა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება. გადამხდელი ითხოვს, კომპანიისთვის დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების სრულად შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 სექტემბრის №20745 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №056-69 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 12 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“-ის (ს/ნ „---------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 სექტემბრის №20745 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 20 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 146 331 ლარით, მათ შორის, გადასახადი 97 624 ლარით და ჯარიმა 48 707 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 23 დეკემბრის №056-76 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. კერძოდ, შედარების აქტები დამკვეთი პირებისგან, რომლითაც დადასტურდა საწარმოს მიერ დამკვეთებზე გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებებზე გარიგების თანხები თითოეული გადაზიდვის/ზედნადების მიხედვით. აღნიშნული თანხები შედარდა დამკვეთებზე გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახულ მონაცემებს (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შეიცავდა ჯამურ მონაცემებს, რომელიც შედგებოდა გარკვეული გადაზიდვის მომსახურებებისგან, რომლებზეც თითოეულზე გამოწერილი იყო ზედნადები). შედეგად დადგინდა, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული მონაცემები სრულად მოიცავდა საწარმოს მიერ დამკვეთებზე გაწეული სატრანსპორტო მომსახურების თანხებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე გადაანგარიშების შედეგად შემცირებას დაექვემდებარა შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილი სატრანსპორტო მომსახურებიდან მიღებული თანხები, რამაც გავლენა იქონია დამატებული ღირებულების (ადგილობრივი სატრანსპორტო გადაზიდვების მომსახურებები) და საშემოსავლო (ადგილობრივი და საერთაშორისო გადაზიდვებზე გაწეული მომსახურებები) გადასახადებზე. შესაბამისად, შემცირდა დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმის თანხები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, შედარების აქტები დამკვეთი პირებისგან, რომლითაც დადასტურდა საწარმოს მიერ დამკვეთებზე გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებებზე გარიგების თანხები თითოეული გადაზიდვის/ზედნადების მიხედვით. აღნიშნული თანხები შედარდა დამკვეთებზე გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახულ მონაცემებს. შედეგად დადგინდა, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული მონაცემები სრულად მოიცავდა საწარმოს მიერ დამკვეთებზე გაწეული სატრანსპორტო მომსახურების თანხებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე გადაანგარიშების შედეგად კორექტირებას დაექვემდებარა შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილი სატრანსპორტო მომსახურებიდან მიღებული თანხები და შედეგად, შემცირდა დამატებული ღირებულების (ადგილობრივი სატრანსპორტო გადაზიდვების მომსახურებები) და საშემოსავლო (ადგილობრივი და საერთაშორისო გადაზიდვებზე გაწეული მომსახურებები) გადასახადები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“-ის (ს/ნ „---------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა მხოლოდ ნაწილობრივ განახორციელა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება. გადამხდელი ითხოვს, კომპანიისთვის დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების სრულად შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 სექტემბრის №20745 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 20 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 146 331 ლარით, მათ შორის, გადასახადი 97 624 ლარით და ჯარიმა 48 707 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 23 დეკემბრის №056-76 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21)