N 346-IIს - 20/03/2013 - „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 09.03.2010, მუხ. 25) მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება იყოს პირველი მოადგილე. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
4. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კომპეტენციები განისაზღვრება სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
ქუთაისი,20 მარტი 2013 წ.
N346-IIს
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე