გადაწყვეტილება №21628/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 21628/2/2023
06 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 18.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21628/2/2023).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის
საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №025-14 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26168 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 130 892.33 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 83317
მიწა-არასასოფლო - 4 002
მიწის გადასახადი (სასოფლო) – 18
საშემოსავლო გადასახადი - 54 037
ქონების გადასახადი - 25 260
ჯარიმა - 35 654
საურავი - 11 921.33
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა ხილის და ბოსტნეულის წვენებისა და კონსერვების, ასევე ვაშლის კონცენტრატის წარმოება.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №9197 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 26 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 28 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 2023 წლის 2 აგვისტოს №18993 ბრძანება და 3.08.2023 წლის №025-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26168 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივანმა წარმოდგენილ საჩივართან დაკავშირებით, დამატებით დააზუსტა, რომ 2023 წლის 13 ნოემბერს კომპანიის მიერ შემოსავლების სამსახურში გაგზავნილი იქნა საჩივარი, თუმცა კურიერის მიზეზით 17 ნოემბერს დაუბრუნდა უკან. ვინაიდან 2023 წლის 18-19 ნოემბერი იყო დასვენების დღეები (შაბათი, კვირა), 20 ნოემბერს საჩივარი ელექტრონული ფორმით ატვირთა. ითხოვს საბჭომ დაუშვას გამონაკლისი და ვადაგადაცილება ჩაეთვალოს საპატიოდ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26168 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე - 24.10.2023 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 13.11.2023 წელი, ხოლო საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია 18.12.2023 წელს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2023 წლის 13 ნოემბერს კომპანიის მიერ შემოსავლების სამსახურში გაგზავნილი იქნა საჩივარი, თუმცა კურიერის მიზეზით 17 ნოემბერს დაუბრუნდა უკან. ვინაიდან 2023 წლის 18-19 ნოემბერი იყო დასვენების დღეები (შაბათი, კვირა), 20 ნოემბერს საჩივარი ელექტრონული ფორმით ატვირთა.
მომჩივნის მიერ გასაჩივრების ვადის გაშვებასთან დაკავშირებით, დამატებით წარმოდგენილ არგუმენტთან მიმართებით საგულისხმოა, რომ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით, რომელიც მომჩივანმა 2023 წლის 20 ნოემბერს ატვირთა (კურიერის ბრალეულობის გამო 17 ნოემბერს დაუბრუნდა) ირკვევა, რომ მომჩივანმა გაასაჩივრა არა შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26168 ბრძანება, არამედ, აუდიტის დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №025-14 საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29500 ბრძანებით, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მომჩივანს შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26168 ბრძანებაც, რომ ჰქონოდა გასაჩივრებული, მისი გასაჩივრების ვადაც გაშვებული იყო, ვინაიდან საჩივრის წარდგენის ვადა იყო 13 ნოემბერი, საჩივარი კი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 20 ნოემბერს. მომჩივანს, კურიერის ან საფოსტო დაწესებულების ბრალეულობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საბჭოში არ წარმოუდგენია.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26168 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და ამასთან, არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით, რომელიც მომჩივანმა 2023 წლის 20 ნოემბერს ატვირთა (კურიერის ბრალეულობის გამო 17 ნოემბერს დაუბრუნდა) ირკვევა, რომ მომჩივანმა გაასაჩივრა არა შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26168 ბრძანება, არამედ, აუდიტის დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №025-14 საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29500 ბრძანებით, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი. მომჩივანს შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26168 ბრძანებაც, რომ ჰქონოდა გასაჩივრებული, მისი გასაჩივრების ვადაც გაშვებული იყო, ვინაიდან საჩივრის წარდგენის ვადა იყო 13 ნოემბერი, საჩივარი კი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 20 ნოემბერს. მომჩივანს, კურიერის ან საფოსტო დაწესებულების ბრალეულობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საბჭოში არ წარმოუდგენია.
გადაწყვეტილება
საჩივარი დარჩეს განუხილველი;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;301(ე);