ბრძანება N 3144

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.02.2023
№ დოკუმენტი 3144
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3144

21.02.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------)

(იურ. მის.: ----------)

2022 წლის 4 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 4 ოქტომბრის №17929/2/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 სექტემბრის №077-22 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადაო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება საცალო რეალიზაციის ფასნამატის გავრცელებას მთლიან რეალიზაციაზე. აცხადებს, რომ დღიური რეალიზაციის 95% შეადგენს საბითუმო გაყიდვას და მასზე უნდა გავრცელდეს 1,5% ფასნამატი.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 აგვისტოს №26317 ბრძანების საფუძველზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2021 წლის 1 ივლისის საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებული ფასნამატის განსაზღვრის (დაზუსტების) მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 აგვისტოს №26317 ბრძანების აღსრულების მიზნით, 2022 წლის 29 აგვისტოს აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 სექტემბრის №077-22 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა ცხრილი, რომელშიც გაშიფრული იყო 2018-2019 წლებში რეალიზებული 10 912 ლარის პროდუქციის თვითღირებულება (მითითებული იყო შეძენის და რეალიზაციის დოკუმენტის - სასაქონლო ზედნადების თარიღი და ნომერი). წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, საშუალო მარტივმა (არაშეწონილი) ფასნამატმა შეადგინა 1.5%-მდე. აღსანიშნავია, რომ გაშიფვრაში წარმოდგენილი საქონელი იმავე პერიოდის დოკუმენტური რეალიზაციის (149 024 ლარი დღგ-ის ჩათვლით) 6.77%-ს შეადგენდა. ამასთან, დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის (3 592 248 ლარი) 3.5%-ს, ე.ი. სულ გაშიფრული იყო მთლიანი დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის 0.24%. ამასთან, შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტებში საქონლის დასახელებები არ ემთხვეოდა ერთმანეთს, შესაბამისად, შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, რამდენად შეესაბამებოდა თვითღირებულება კონკრეტული დასახელების საქონელს (მაგ.: შეძენის დოკუმენტებში ფიქსირდებოდა უამრავი სახეობის სიგარეტი ----------, მაგრამ მათ შორის არ იყო დასახელება ----------, რომელიც რეალიზებულად ფიქსირდებოდა ფასნამატის ცხრილში). ამასთან, წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავდა მხოლოდ სიგარეტებს, რომელზეც შემოწმებითაც შედარებით დაბალი ფასნამატი იყო გამოყენებული სხვა პროდუქციისაგან (თუთუნი, ფილტრი და სხვა) განსხვავებით. ამავე დროს, დამატებითი გადამოწმების მიზნით, საწარმოს ფასნამატი შეუდარდა იმავე მისამართზე (----------) ანალოგიური საქონლით მოვაჭრე კომპანიის აუდირებულ მონაცემებს, რომლის საშუალო შეწონილი ფასნამატი თითქმის დაედარა შპს ,,----------“ შემოწმებით განსაზღვრული მონაცემებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადაანგარიშების ეტაპზე საწარმოსთვის შემოწმების აქტით დამატებით გადასახდელად დაკისრებული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

გადამხდელის პოზიციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადამხდელის წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისას დადგინდა, რომ სულ გაშიფრული იყო მთლიანი დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის 0.24%. ამასთან, შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტებში საქონლის დასახელებები არ ემთხვეოდა ერთმანეთს. შესაბამისად, შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, რამდენად შეესაბამებოდა თვითღირებულება კონკრეტული დასახელების საქონელს, მაგ.: შეძენის დოკუმენტებში ფიქსირდებოდა უამრავი სახეობის სიგარეტი ,,კენტი“, მაგრამ მათ შორის არ იყო დასახელება „კენტი №8“, რომელიც რეალიზებულად ფიქსირდებოდა ფასნამატის ცხრილში. ამასთან, წარდგენილი ინფორმაცია მოიცავდა მხოლოდ სიგარეტებს, რომელზეც შემოწმებითაც შედარებით დაბალი ფასნამატი იყო გამოყენებული სხვა პროდუქციისაგან (თუთუნი, ფილტრი და სხვა) განსხვავებით. ასევე, დამატებითი გადამოწმების მიზნით, საწარმოს ფასნამატი შეუდარდა იმავე მისამართზე ანალოგიური საქონლით მოვაჭრე კომპანიის აუდირებულ მონაცემებს, რომლის საშუალო შეწონილი ფასნამატი თითქმის დაემთხვა შპს ,,----------“ შემოწმებით განსაზღვრულ მონაცემებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადაო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება საცალო რეალიზაციის ფასნამატის გავრცელებას მთლიან რეალიზაციაზე. აცხადებს, რომ დღიური რეალიზაციის 95% შეადგენს საბითუმო გაყიდვას და მასზე უნდა გავრცელდეს 1,5% ფასნამატი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადამხდელის წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისას დადგინდა, რომ სულ გაშიფრული იყო მთლიანი დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის 0.24%. ამასთან, შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტებში საქონლის დასახელებები არ ემთხვეოდა ერთმანეთს. შესაბამისად, შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, რამდენად შეესაბამებოდა თვითღირებულება კონკრეტული დასახელების საქონელს, მაგ.: შეძენის დოკუმენტებში ფიქსირდებოდა უამრავი სახეობის სიგარეტი ,,კენტი“, მაგრამ მათ შორის არ იყო დასახელება „კენტი №8“, რომელიც რეალიზებულად ფიქსირდებოდა ფასნამატის ცხრილში. ამასთან, წარდგენილი ინფორმაცია მოიცავდა მხოლოდ სიგარეტებს, რომელზეც შემოწმებითაც შედარებით დაბალი ფასნამატი იყო გამოყენებული სხვა პროდუქციისაგან (თუთუნი, ფილტრი და სხვა) განსხვავებით. ასევე, დამატებითი გადამოწმების მიზნით, საწარმოს ფასნამატი შეუდარდა იმავე მისამართზე ანალოგიური საქონლით მოვაჭრე კომპანიის აუდირებულ მონაცემებს, რომლის საშუალო შეწონილი ფასნამატი თითქმის დაემთხვა შემოწმებით განსაზღვრულ მონაცემებს.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73