გადაწყვეტილება №21767/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.05.2024
№ დოკუმენტი 21767/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21767/2/2024

14 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ს 29.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21767/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 23.10.2023 წლის №056-48 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.12.2023 წლის №30305 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 222 991.32 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 86 338.79

ჯარიმა - 86 338.79

საურავი - 50 313.747

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საბაჟო დეპარტამენტის 13.10.2022 წლის №26125 ბრძანებით დაინიშნა კომპანიის სახელზე 31.08.2019წ. №"-------", 25.08.2019წ. №"------", 3.04.2019წ. №"-------", 31.07.2019წ. №"-------", 26.07.2019წ. №"-------", 13.05.2019წ. №"-------", 8.08.2019წ. №"-------", 8.08.2019წ. №"-------", 24.04.2019წ. №"-------", 5.09.2019წ. №"-------", 19.08.2019წ. №"-------" და 4.09.2019წ. №"-------" საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება.

შემოწმების შედეგები აისახა 18.10.2022 წლის №ა184-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ: აღნიშნულ დეკლარაციებში მითითებულია, რომ განხორციელდა სხვადასხვა დასახელების საქონლის იმპორტი "-------"-დან . დეკლარაციები, თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად გადამოწმდა ექსპორტიორ ქვეყანაში და "-------"-ის შესაბამისი სამსახურიდან გამოთხოვილი იქნა მათი შესატყვისი ექსპორტის დოკუმენტები. საპასუხო 3.12.2021 წლის №"------" წერილით მიღებულია ექსპორტის დეკლარაციების დამოწმებული ასლები.

საბაჟო ორგანოს ხელთ არსებული და "-------"-დან მიწოდებული მასალების დეტალური შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა საქონლის ღირებულებებს შორის სხვაობა, ამასთან, 31.08.2019წ. №-------, 25.08.2019წ. №-------, 31.07.2019წ. №-------, 26.07.2019წ. №-------, 8.08.2019წ. №-------, 8.08.2019წ. №-------, 5.09.2019წ. №-------, 19.08.2019წ. №------- და 4.09.2019წ. №------- იმპორტის დეკლარაციებში მიწოდების პირობად დაფიქსირებულია „------“, ხოლო შესატყვის ექსპორტის დოკუმენტებში „--------“. მიღებული დოკუმენტების მიხედვით შეუძლებელი იყო საქონლის ტრანსპორტირების ხარჯის განსაზღვრა და ვინაიდან აღნიშნული ხარჯი წარმოადგენს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს, მონაცემთა ელექტრონულ ბაზებზე დაყრდნობით მოძიებულია თითქმის იმავე დროს იმპორტირებული, თითქმის იგივე რაოდენობის იდენტური საქონლის ტრანსპორტირების ხარჯი, რომლის გათვალისწინებით ტრანსპორტირების ღირებულებამ შეადგინა ერთ პარტიაზე 1 700 აშშ დოლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ 31.08.2019წ. №-------, 25.08.2019წ. №-------, 3.04.2019წ. №-------, 31.07.2019წ. №-------, 26.07.2019წ. №-------, 13.05.2019წ. №-------, 8.08.2019წ. №-------, 8.08.2019წ. №-------, 24.04.2019წ. №-------, 5.09.2019წ. №-------, 19.08.2019წ. №------- და 4.09.2019წ. №------- საბაჟო დეკლარაციებში არასწორი მონაცემების შეტანით, საქონლის საბაჟო ღირებულება შემცირდა ჯამში 479 420,56 ლარით, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის შემცირება.

შემოწმების შედეგად, მომჩივანს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი - დამატებული ღირებულების გადასახადი 86 338,79 ლარი, ხოლო საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქცია ჯარიმის სახით დაეკისრა - 86 338,79 ლარი.

ამავდროულად, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მასალები გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 26.10.2022 წლის №27131 ბრძანება და 28.10.2022 წლის №056-49 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 28.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საბაჟო დეპარტამენტს დაევალა:

- დამატებით გამოიკვლიოს და შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს 2022 წლის 28 ოქტომბრის №056-49 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის კორექტირება;

- ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა

შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანება არ გასაჩივრებულა.

შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანების აღსრულების შედეგად საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილია 19.10.2023 წლის №დ 10-21-10 დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ 8.09.2023 წლის №"------" წერილით გადამხდელისგან მოთხოვნილია დამატებითი მტკიცებულებები (აღნიშნულ წერილს გადამხდელი გაეცნო 15.09.2023 წელს), თუმცა კომპანიას საბაჟო დეპარტამენტისთვის არ წარუდგენია არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა მისაღებ გადაწყვეტილებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა დარიცხული თანხის კორექტირება.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 23.10.2023 წლის №26088 ბრძანება და ამავე თარიღის №056-48 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 9.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.12.2023 წლის №30305 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანების აღსრულების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტმა 8.09.2023 წლის №"-------" წერილით მიმართა მომჩივან კომპანიას, მიეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა კომპანიის მხრიდან არ მომხდარა შესაბამისი დოკუმენტაციის საბაჟო ორგანოში წარდგენა. შედეგად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოიცა 19.10.2023 წლის №------- დასკვნა, 23.10.2023 წლის №26088 ბრძანება დაკისრებული სანქციის არ შემცირების შესახებ და 23.10.2023 წლის №056-48 საგადასახადო მოთხოვნა.

მომჩივნის არგუმენტი, რომ 8.09.2023 წლის №"-------" წერილი არ მიუღია, არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან აღნიშნული წერილი მომჩივანს გაეგზავნა მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით, რომელსაც გაეცნო 15.09.2023 წელს და ჩაითვალა ჩაბარებულად. საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით ირკვევა, რომ ვინაიდან, საბაჟო ორგანოს მიერ შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანების აღსრულების მიზნით მოთხოვნილი ინფორმაცია მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი, მომჩივნის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის და მართლსაწინააღმდეგო ქმედების კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხი ემყარება საბაჟო ორგანოში არსებულ ინფორმაციას. შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 14.02.2023 წლის №2715 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამდენად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება გამოკვლეულად უნდა ჩაითვალოს და აღნიშნული საკითხი შემოსავლების სამსახურის მხრიდან დამატებით შეფასებას არ საჭიროებს.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების 14.02.2023 წლის №2715 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ 23.10.2023 წლის №056-48 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის მიერ განბაჟება ხორციელდებოდა მათ ხელთ არსებული დოკუმენტების საფუძველზე. ყოველ განბაჟებაზე საბაჟოზე იტვირთებოდა ექსპორტის დეკლარაცია - უტყუარი დოკუმენტაცია იმისა, რასაც გზავნიდა "-------"-ის საბაჟო და "-------" კომპანიის მიერ მოწოდებული ინვოისები, რომელიც ემთხვეოდა მიღებული საქონლის რაოდენობას.

კომპანიას არ აქვს მასალები და საბუთები, რის გამოც განხორციელდა აღნიშნული დარიცხვა. ითხოვს, საქართველოს საბაჟოზე წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებას.

8.09.2023 წლის №"------" წერილის არ გასაჩივრებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ წერილი არ მიუღია და შესაბამისად ვერ მოახდინა რეაგირება. კომპანიის მიერ არსებული საბუთებით ექსპორტის დეკლარაცია წარმოდგენილია განბაჟების დროს სადაც ცალსახად ჩანს "------"-ის მიერ გამოგზავნილი ექსპორტის დეკლარაცია იდენტურია ინვოისთან, რაც უკვე წარდგენილი აქვს. საბაჟო დეპარტამენტის არქივში ინახება ეს დოკუმენტაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ და დარწმუნდებით რომ ინვოისები სწორია. ითხოვს, აღნიშნულის გათვალისწინებით მოეხსნას სანქციები და მოხდეს ხელახლა გადათვლა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტს დაევალა, დამატებით გამოიკვლიოს და შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს 2022 წლის 28 ოქტომბრის №056-49 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის კორექტირება.

აღნიშნულ ბრძანებაში შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე, რომ კომპანია საქონლის დეკლარირებას ახორციელებდა "-------" კომპანიის მიერ მიწოდებული "------"-ის საბაჟო ორგანოს მიერ დამოწმებული ინვოისების საფუძველზე, რომელიც ემთხვეოდა მათ მიერ მიღებული საქონლის რაოდენობას.

შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანების აღსრულების შედეგად საბაჟო დეპარტამენტის 8.09.2023 წლის №"-------" წერილით გადამხდელისგან მოთხოვნილია დამატებითი მტკიცებულებები (აღნიშნულ წერილს გადამხდელი გაეცნო 15.09.2023 წელს), თუმცა კომპანიას საბაჟო დეპარტამენტისთვის არ წარუდგენია არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა მისაღებ გადაწყვეტილებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დარიცხული თანხა დარჩა უცვლელი.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თითოეულ დეკლარაციას მოჰყვება "------"-დან გამოთხოვილი ექსპორტის დეკლარაცია, რაც წარედგინა საბაჟო დეპარტამენტს და მათში ასახული მონაცემები, მიწოდების პირობა და თანხები, შეესაბამება ინვოისის მონაცემებს. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი გამოვლენილიყო სხვაობა.

საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე განმარტა, რომ მომჩივნის მიერ მითითებული დოკუმენტები საქონელს ახლდა გაფორმებისას, სწორედ აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე დადეკლარირდა საქონელი. თუმცა, "-------'-ის საბაჟო ორგანოსთან დოკუმენტების გადამოწმების შემდგომ წარმოდგენილი დოკუმენტებით იდენტიფიცირდება, რომ გაფორმებულია იგივე საქონელი, მაგრამ განსხვავდება ღირებულებები და მიწოდების პირობები, რის საფუძველზეც განხორციელდა დარიცხვა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის მითითებაზე, რომ საბაჟო ორგანოს მიერ შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანების აღსრულების მიზნით მოთხოვნილი ინფორმაცია მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი, მომჩივნის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის და მართლსაწინააღმდეგო ქმედების კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხი ემყარება საბაჟო ორგანოში არსებულ ინფორმაციას. შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 14.02.2023 წლის №2715 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტს და არა მომჩივანს, დაევალა დამატებით გამოიკვლიოს და შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები, საბჭოს მიაჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები სადავოა, კერძოდ შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტისთვის მიცემული დავალების და საბაჟო დეპარტამენტის მიერ გადამხდელისგან მოთხოვნილი დამატებითი მტკიცებულებების წარუდგენლობის საფუძვლით შემოსავლების სამსახურის აღნიშნული ბრძანების აღსრულებულად მიჩნევის შესაბამისობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.12.2023 წლის №30305 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს, საქართველოს საბაჟოზე წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დეკლარაციებში მითითებულია, რომ განხორციელდა სხვადასხვა დასახელების საქონლის იმპორტი. დეკლარაციები, თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად გადამოწმდა ექსპორტიორ ქვეყანაში და გამოთხოვილი იქნა მათი შესატყვისი ექსპორტის დოკუმენტები.

საბაჟო ორგანოს ხელთ არსებული და ექსპორტიორ ქვეყნიდან მიწოდებული მასალების დეტალური შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა საქონლის ღირებულებებს შორის სხვაობა.შემოწმების შედეგად, მომჩივანს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი - დამატებული ღირებულების გადასახადი ,ხოლო საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქცია ჯარიმის სახით.„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მასალები გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები სადავოა, კერძოდ შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტისთვის მიცემული დავალების და საბაჟო დეპარტამენტის მიერ გადამხდელისგან მოთხოვნილი დამატებითი მტკიცებულებების წარუდგენლობის საფუძვლით შემოსავლების სამსახურის აღნიშნული ბრძანების აღსრულებულად მიჩნევის შესაბამისობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

167.