ბრძანება N 8031

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.04.2023
№ დოკუმენტი 8031
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 8031

12.04.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 4 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 მარტის სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 4 მარტის №79471/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 თებერვლის №006-61 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი განმარტავს, რომ არ ეთანხმება დანაკლისის ოდენობას, შესაბამისად არ აქვს გამოვლენილი დანაკლისი აღიარებული მიწოდებად. აცხადებს, რომ კომპანიის პოზიცია და არგუმენტაცია გაიზიარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ და მიიჩნია, რომ საკითხი მოითხოვდა დამატებით შესწავლას. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების (დანაკლისის) საკითხის დამატებით შესწავლა. გადამხდელი მიუთითებს, რომ არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შედეგებს და შებასამისად წარდგენილი აქვს საჩივარი. აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელი აცხადებს, რომ ვიდრე არ დასრულდება საკითხის შესწავლა ამ ნაწილში თანხის დარიცხვას მიიჩნევს უსაფუძვლოდ.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №1885 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შპს „----------“-ზე (ს/ნ ----------) და შპს „----------“-ზე (ს/ნ ----------) რეალიზებული პროდუქციის საფუძველზე განსაზღვრული აქციზი დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 21 ოქტომბრის №9885/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს“. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №1885 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 9 თებერვალს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 2 789 707 ლარი, მათ შორის: გადასახადი 1 860 280 ლარი, ჯარიმა 929 427 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 16 თებერვლის №006-61 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად განხორციელდა რეალიზებული პროდუქციის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 21 ოქტომბრის №9885/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა დასკვნა გადაანგარიშების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 13 სექტემბრს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული 36 359 ლიტრი სპირტის დანაკლისის ნაცვლად, დანაკლისმა შეადგინა 22 230 ლიტრი, რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, დგინდება, რომ შპს „----------“-ზე (ს/ნ ----------) და შპს „----------“-ზე (ს/ნ ----------) რეალიზებული პროდუქციის აქციზის გადასახადით დაბეგვრის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას. ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 21 ოქტომბრის №9885/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა სპირტის დანაკლისის საკითხი და შემოწმებით დაფიქსირებული 36 359 ლიტრი სპირტის დანაკლისის ნაცვლად, დანაკლისმა შეადგინა 22 230 ლიტრი, რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი განმარტავს, რომ არ ეთანხმება დანაკლისის ოდენობას, შესაბამისად არ აქვს გამოვლენილი დანაკლისი აღიარებული მიწოდებად. აცხადებს, რომ კომპანიის პოზიცია და არგუმენტაცია გაიზიარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ და მიიჩნია, რომ საკითხი მოითხოვდა დამატებით შესწავლას. აცხადებს, რომ ვიდრე არ დასრულდება საკითხის შესწავლა ამ ნაწილში თანხის დარიცხვას მიიჩნევს უსაფუძვლოდ.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, დგინდება, რომ რეალიზებული პროდუქციის აქციზის გადასახადით დაბეგვრის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 21 ოქტომბრის №9885/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა სპირტის დანაკლისის საკითხი და შემოწმებით დაფიქსირებული 36 359 ლიტრი სპირტის დანაკლისის ნაცვლად, დანაკლისმა შეადგინა 22 230 ლიტრი, რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 286,