გადაწყვეტილება №92009/1/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№92009/1/2024
03 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 19.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №92009/1/2024).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 14.06.2024 წლის №22536/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 სექტემბრის №024-63 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 268 912 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 121 716
დღგ - 87 381
მოგების გადასახადი - 2 385
საშემოსავლო გადასახადი - 31 950
ჯარიმა - 107 592
საურავი - 39 604
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2023 წლის №18184 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს გადახდილი აქვს თანხები აფთიაქებსა და სუპერმარკეტებში, ასევე გადახდილია პირადი მოხმარების იპოთეკური სესხი, რომლებზეც არ არის წარდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები (ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი). შედეგად, საწარმოს, საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების საფუძველზე, დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №33079 ბრძანება და №024-107 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 254 731 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 25 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 19 თებერვლის №3364 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
სალაროს ნაშთის ოდენობასთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო შეღავათის გამოყენების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და ჩათვლის მიღებასთან კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3364 ბრძანება 11.03.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 14.06.2024 წლის №22536/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. მოგების გადასახადთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს 14.06.2024 წლის №22536/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.08.2024 წლის დასკვნა, 2.09.2024 წლის №19678 ბრძანება და №024-63 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება დამატებითი ხარჯები. არ არის გათვალისწინებული ყველა ხარჯი. კერძოდ, საბანკო ტერმინალების საკომისიოს თანხა, ბანკში დაფარული სესხის ძირითადი თანხა/პროცენტი. სრულად არ არის გათვალისწინებული შესყიდვის აქტების ღირებულება და ა.შ. წარდგენილი უწყისები უნდა იქნეს გათვალისწინებული და მოხდეს შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო საგადასახადო მოთხოვნა და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სრულად შეისწავლოს საწარმოს დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დავების განხილვის საბჭოს 14.06.2024 წლის №22536/2/2024 გადაწყვეტილებით, მოგების გადასახადთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილი არგუმენტები. საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის მონაწილეობით შესწავლილი/გამოკვლეული იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა არ არსებობს სათანადო საფუძველი, რომ განხორციელდეს შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მომჩივანს გადაანგარიშების ეტაპზე მოგების გადასახადთან დაკავშირებით დოკუმენტაცია/მტკიცებულება არ წარუდგენია.
საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და გასაჩივრებული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავების განხილვის საბჭოს 14.06.2024 წლის №22536/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს გადახდილი აქვს თანხები აფთიაქებსა და სუპერმარკეტებში, ასევე გადახდილია პირადი მოხმარების იპოთეკური სესხი, რომლებზეც არ არის წარდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები (ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი). შედეგად, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 19 თებერვლის №3364 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3364 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 14.06.2024 წლის №22536/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
დავების განხილვის საბჭოს 14.06.2024 წლის №22536/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და გასაჩივრებული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 982