გადაწყვეტილება №22746/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 09.08.2024
№ დოკუმენტი 22746/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№22746/2/2024

09 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,27.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 2.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22746/2/2024).

 

დავის საგანი:

გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობის მოგების განაწილებად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №094-114 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.03.2024 წლის №6403 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 461 753,81 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 266 294

ჯარიმა - 133 147

საურავი - 62 312,81

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია ფ/პ დავით ტაკიძისგან (პ/ნ 01024005142) 23.08.2021 წელს შეძენილი უძრავი ქონების (ს/კ „-------“) ნაწილში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის საკითხი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №094-114 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21468 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 30.11.2023 წლის №20828/2/2023 გადაწყვეტილებით (რეგ. 24.01.2024 წ. №03/4567) გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21468 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 30.11.2023 წლის №20828/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 25.03.2024 წლის №6403 ბრძანებით არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 25.03.2024 წლის №6403 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 8.02.2024 წლის წერილით (საქმე №"-------" ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეცნობა, რომ ამავე სასამართლოს წარმოაებაშია ადმინისტრაციული საქმე შპს „-------“-ის სარჩელი, მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. 6.02.2024 წელს მოსარჩელემ წარმოადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც შეცვლილია სასარჩელო მოთხოვნა.

წერილზე დართული დაზუსტებული სარჩელის მიხედვით, სასარჩელო მოთხოვნაა:

1. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2019 წლის №46394 ბრძანება, მის საფუძველზე გამოცემული 26.12.2019 წლის №094-257 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 24.08.2020 წლის №25104 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 18.12.2020 წლის №11213/2/2020 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი და 22.04.2021 წლის №094-51 საგადასახადო მოთხოვნა;

2. ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 27.12.2022 წლის №33137 ბრძანება, შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №094-114 საგადასახადო მოთხოვნა, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21468 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 24.01.2024 წლის №20828/2/2023 გადაწყვეტილება. საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან სადავო (გასაჩივრებული) აქტების თაობაზე მომჩივანმა მიმართა სასამართლოს, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობის მოგების განაწილებად ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 25.03.2024 წლის №6403 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან სადავო აქტების თაობაზე მომჩივანმა მიმართა სასამართლოს, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

301(ი).