ბრძანება N 12469

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.06.2023
№ დოკუმენტი 12469
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12469

05.06.2023

შპს „----------“ (ს/ნ ---------)

(მის.: -------------)

2023 წლის 19 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მაისის სხდომაზე (ოქმი №58) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ --------) 2023 წლის 19 აპრილის №493104 (რეგ. №67404/21) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №047-13 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მოთხოვნილ ნოტარიულად დამოწმებულ ურთიერთშედარების აქტებს ვერ წარადგენს საწარმოს დირექტორებსა და შპს „---------“ დირექტორს შორის არსებული პირადი უთანხმოების გამო. ითხოვს, აღნიშნული დოკუმენტები (ორივე მხრის მიერ ხელმოწერილი სალაროს გასავლის ორდერები, რის საფუძველზედაც თვლიან ვალს გასტუმრებულად) წარმოადგინონ შპს „--------“, შპს „---------“, შპს „-------“ და შპს „---------“, ვინაიდან სალაროს შემოსავლის ორდერები, პირველადი დოკუმენტები, შპს „---------“ ბუღალტერიაში არ მოიპოვება. სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ არ იყო დეკლარირებული და გადახდილი მოგების გადასახადი, მაგრამ მიუთითებს, რომ დააკორექტირებს შესაბამისი პერიოდის მოგების დეკლარაციას და გადაიხდის გადასახადს. ასევე, განმარტავს, რომ ვერ ახერხებს წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული ურთიერთშედარების აქტი 146,63 ტონა ჯართის რეალიზაციასთან დაკავშირებითაც, ითხოვს, ნაშთად დარჩენილი, უდოკუმენტოდ რეალიზებული 146,63 ტონა ჯართი, განხილული იქნას როგორც დანაკლისის უსასყიდლოდ მიწოდებად და დაიბეგროს მხოლოდ მოგების გადასახადით, რადგან, იდენტიფიცირებულია თუ ვისზე მოხდა ჯართის მიწოდება და ოპერაცია არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №33815 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---------“ (ს/ნ --------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, დებიტორული დავალიანების განსაზღვრის თაობაზე (მ.შ შედარების აქტები);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები მ.შ საჩივარზე თანდართული და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივარზე თანდართული სესხის ხელშეკრულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-4 და მე-6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №33815 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 31 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები შემცირდა სულ 5 155 ლარი, მათ შორის, გადასახადი 4 390 ლარი და ჯარიმა 765. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 10 აპრილის №047-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, დებიტორული დავალიანების განსაზღვრასთან დაკავშირებით, გადამხდელმა წარმოადგინა 05.01.2023 წელს შპს „----------“ და შპს „--------“ შორის გაფორმებული ორმხრივად დამოწმებული ურთიერთშედარების აქტი. აღნიშნული ურთიერთშედარების აქტის თანახმად, შპს „--------“ ერიცხება დავალიანება შპს „--------“ მიმართ 31.12.2021 წლისათვის 171 499 ლარის ოდენობით. მაშინ როდესაც შპს „---------“ დირექტორის მიერ წარმოდგენილია ორი წერილი, პირველი დათარიღებული 18.02.2022წ, რომლის მიხედვითაც შპს „------“ დებიტორული-კრედიტორული დავალიანება 31.12.2021 წლისათვის არ გააჩნია. ხოლო მეორე დათარიღებული 26.05.2022წ, რომლის მიხედვითაც 01.01.2022 წლისათვის შპს „--------“ დავალიანება შპს „--------“ მიმართ შეადგენს 96 536 ლარს, (ორივე წერილს ხელს აწერს შპს „--------“ დირექტორი), დავალიანების თანხა ერთი და იგივე საანგარიშო პერიოდისათვის, არის განსხვავებული რაც შეუსაბამოა. ასევე, შპს „--------“ დირექტორმა წარმოადგინა წერილი, სადაც აღნიშნავს რომ ერიცხება დებიტორული დავალიანება შემდეგი საწარმოების მიმართ: 1. შპს „--------“ - 65 643 ლარი, 2. შპს „---------“ - 38 816 ლარი, 3. შპს „--------“ - 3 534 ლარი, ვერ მოახერხა ორმხრივად დამოწმებული ურთიერთშედარების აქტის წარმოდგენა და ითხოვს გათვალისწინებულ იქნას როგორც მიუღებელი თანხები შპს „----------“ მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების პროცესში სამივე ზემოთ მითითებულ საწარმოსთან გაგზავნილ იქნა შეტყობინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით და სამივე საწარმოს მიერ წარმოდგენილია წერილობითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 31.12.2021 წლის მდგომარეობით შპს „---------“ გადახდილი აქვთ თანხები და დავალიანება არ ერიცხებათ.

გარდა აღნიშნულისა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული, ან სხვა სარწმუნო ინფორმაცია, მათ შორის ნოტარიულად დამოწმებული მტკიცებულებები, დებიტორული დავალიანების განსაზღვრის თაობაზე 2023 წლის 31 მარტისათვის, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ არის. სათანადო საფუძვლის არარსებობის გამო, დებიტორული დავალიანების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება/შემცირება არ განხორციელდა. აუდიტის დეპარტამენტში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

 2022 წლის 27 იანვრით დათარიღებული სესხის ხელშეკრულების, რომელიც შემოწმების პროცესში არ იყო წარმოდგენილი, გათვალისწინებასთან დაკავშირებით, 2022 წლის 27 იანვარს ფ/პ -------- გაცემული სესხის თანხა (რომელიც მიიღებდა მონაწილეობას ფულის მოძრაობის უწყისში ხარჯების ნაწილში) საწარმოს უნდა დაედეკლარირებინა 2022 წლის იანვრის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციით არაუგვიანეს 2022 წლის 15 თებერვლისა (შემოწმების აქტი შედგა 30.06.2022-ში). აღნიშნული მოთხოვნა არ არის შესრულებული გადამხდელის მიერ. შედეგად, გადაანგარიშებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის თანხის ფულის მოძრაობის უწყისში საოპერაციო ხარჯების ნაწილში გათვალისწინებასთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

 ნაშთად დარჩენილი 19 ცალი ელ. გამაცხელებლის (ღირებულებით 3 800 ლარის) დანაკლისიდან ამოღებასთან დაკავშირებით, გადამხდელმა წარმოადგინა ივნისის თვის საბაჟო დეკლარაცია (------- 17.065.2021წ.) და ინვოისი (№------ 17.06.2021წ.). საბაჟო დეკლარაციაში მითითებულია რომ შეძენილია ელ. გამათბობელი, ხოლო ინვოისში მითითებული სახელწოდება იდენტურია 21.06.2021 წლის რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებში №----------- ასახულ საქონლის დასახელებასთან. გადაანგარიშებით შემცირდა დანაკლისად მიჩნეული საქონლის - ელ. გამათბობლის რეალიზაციით დარიცხული თანხა დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში. შესაბამისად, შემცირდა ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის.

 შემოწმების მიერ დადგენილ ჯართის ნაშთის ოდენობასთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა შპს „--------“ და შპს „---------“ შორის გაფორმებული ორმხრივად დამოწმებული ურთიერთშედარების აქტი, სადაც მითითებულია რომ შპს „---------“ შეიძინა შპს „--------გან“ 146.63 ტონა ჯართი. საბუთის გამოწერა არ მოხდა ბუღალტრის დაუდევრობით. აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული შემოწმების აქტის შედეგების გადაანგარიშებისას, ვინაიდან ნოტარიულად დადასტურებული მტკიცებულებები ან სხვა სარწმუნო ინფორმაცია გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი. აუდიტის დეპარტამენტში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი ჯართის ნაშთი და მის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას (კორექტირებას).

 დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, გადამხდელმა წარმოადგინა 2021 წლის 22 ივნისის საბაჟო დეკლარაცია (ა-732 დღგ-ის თანხით 2860 ლარი), რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის თანახმად, არის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული საბაჟო დეკლარაციით გადამხდელს დღგ-ის ჩათვლა არ განუხორციელებია. შესაბამისად, გადაანგარიშებით, განხორციელდა საგადასახადო ვალდებულების კორექტირება, შემცირდა 2021 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად:

დებიტორული დავალიანების ოდენობასთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ გამოთხოვილი იქნა მესამე პირებიდან ინფორმაცია დებიტორული-კრედიტორული დავალიანების შესახებ, მათ შორის, შპს „--------“. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ შპს „------თან“ ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება და შედგენილია საგადასახადო შემოწმების აქტი. 2022 წლის 18 თებერვალს შპს „-------“ დირექტორს წარდგენილი აქვს ახსნა-განმარტება, სადაც განმარტავს, რომ საწარმოს 01.01.2022 წლის მდგომარეობით დებიტორული-კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია. შემოწმება შპს ,,---------“ დებიტორული დავალიანების განსაზღვრისას დაეყრდნო ზემოაღნიშნულ ახსნაგანმარტებას. ასევე შპს „-------“ მიერ წარმოდგენილია 26.05.2022 წლით დათარიღებული ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც 31.12.2021-ის მდგომარეობით, შპს „--------“ დავალიანება შპს „--------“ მიმართ შეადგენს 96 536 ლარს. შპს „--------“ მიერ წარმოდგენილია 05.01.2023 წლით დათარიღებული ორმხრივად დამოწმებული ურთიერთშედარების აქტი, რომლის მიხედვითაც 31.12.2021 წლისათვის შპს „----------“ ერიცხება დავალიანება შპს „--------“ მიმართ 171 499 ლარის ოდენობით. სამივე დოკუმენტზე ხელს აწერს შპს „-------“ დირექტორი, დავალიანების თანხა ერთი და იგივე საანგარიშო პერიოდისათვის არის განსხვავებული, რაც შეუსაბამოა. რაც შეეხება შპს „----------“, შპს „--------“, და შპს „--------“ მიმართ არსებული დავალიანების თანხის განსაზღვრას, შემოწმების პროცესში სამივე ზემოთ ჩამოთვლილ საწარმოსთან გაგზავნილ იქნა შეტყობინება და სამივე საწარმოს მიერ წარმოდგენილი იქნა წერილობითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 31.12.2021 წლის მდგომარეობით შპს „-----------“ მიმართ დავალიანება არ ერიცხებათ. რაც გათვალისწიენებულია როგორც საგადასახადო შემოწმების აქტში, ასევე გადაანგარიშების შედეგების ფორმირებისას.

ჯართის რეალიზაციასთან დაკავშირებით, საწარმოს დაუდგინდა 147,660 ტონა ჯართის ნაშთი, რომელიც შემოწმების მიერ ჩაითვალა რეალიზებულად და დაერიცხა დღგ, ვინაიდან ვერ დგინდებოდა რეალიზებული ჯართის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. გადამხდელს გადაანგარიშების ეტაპზე არ წარმოუდგენია ნოტარიულად დადასტურებული მტკიცებულებები ან სხვა სარწმუნო ინფორმაცია, შედეგად ამ ნაწილში დარიცხული თანხა არ შემცირდა.

სესხის ხელშეკრულების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 27.01.2022 წლით დათარიღებული სესხის ხელშეკრულება - დირექტორზე გაცემული 50 000 ლარის ოდენობით სესხის თანხასთან დაკავშირებით, რაც შემოწმების ეტაპზე არ ყოფილა წარმოდგენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოწმების მიმდინარეობისას, გადამხდელთან ელექტრონულად მეილზე, ასევე SMS შეტყობინების სახით, საკონტაქტო ტელეფონზე, გაგზავნილია ინფორმაცია შემოწმების პროცესში გამოვლენილი დასარიცხი თანხების შესახებ, მათ შორის ფულის მოძრაობის შედეგების შესახებ. 2022 წლის პირველი იანვრიდან - 2022 წლის 17 თებერვლამდე, ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღამდე, გადამხდელს არ წარმოუდგენია დამატებით მასალები საწარმოს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ. ასევე, არ მოუწოდებია ინფორმაცია გაცემულ სესხთან დაკავშირებით. შესაბამისად, 2022 წლის 27 იანვარს საწარმოს დირექტორზე გაცემული სესხის თანხა (რომელიც მიიღებდა მონაწილეობას ფულის მოძრაობის უწყისში ხარჯების ნაწილში) საწარმოს უნდა დაედეკლარირებინა 2022 წლის იანვრის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციით არაუგვიანეს 2022 წლის 15 თებერვლისა (შემოწმების აქტი შედგა 30.06.2022-ში), რაც არ არის შესრულებული. შედეგად, გადაანგარიშების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის თანხის ფულის მოძრაობის უწყისში საოპერაციო ხარჯების ნაწილში გათვალისწინება არ განხორციელდა. ხოლო, ნაშთად დარჩენილ 19 ცალ ელ. გამაცხელებელთან და დღგის ჩათვლებთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებები გათვალისწინებულია გადაანგარიშების ეტაპზე, რის საფუძველზეც შემცირდა დარიცხული თანხები.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, დებიტორული დავალიანების განსაზღვრასთან დაკავშირებით, გადამხდელმა წარმოადგინა ორმხრივად დამოწმებული ურთიერთშედარების აქტი. ლიანება არ ერიცხებათ. გარდა აღნიშნულისა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული, ან სხვა სარწმუნო ინფორმაცია, მათ შორის ნოტარიულად დამოწმებული მტკიცებულებები, დებიტორული დავალიანების განსაზღვრის თაობაზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ არის. სათანადო საფუძვლის არარსებობის გამო, დებიტორული დავალიანების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება/შემცირება არ განხორციელდა.

გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის თანხის ფულის მოძრაობის უწყისში საოპერაციო ხარჯების ნაწილში გათვალისწინებასთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

გადაანგარიშებით შემცირდა დანაკლისად მიჩნეული საქონლის - ელ. გამათბობლის რეალიზაციით დარიცხული თანხა დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში. შესაბამისად, შემცირდა ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის.

აუდიტის დეპარტამენტში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი ჯართის ნაშთი და მის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას (კორექტირებას).

დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, გადამხდელმა წარმოადგინა საბაჟო დეკლარაცია (დღგ-ის თანხით 2860 ლარი). აღნიშნული საბაჟო დეკლარაციით გადამხდელს დღგ-ის ჩათვლა არ განუხორციელებია. შესაბამისად, გადაანგარიშებით, განხორციელდა საგადასახადო ვალდებულების კორექტირება, შემცირდა 2021 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).