ბრძანება N 20938
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20938
25 სექტემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: ---------)
2024 წლის 20 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №103) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ ------) 2024 წლის 20 სექტემბრის №92037/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი აგვისტოს №068-10 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ არ შესრულდა შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტლება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7302 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-“-ის (ს/ნ -----) საჩივარი.
კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „------’’-ის (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, „მარცვლეულის პარტიის მდგომარეობის შესახებ“ დასკვნების შედგენისათვის საჭირო წინარე პროცედურების ჩატარების დამადასტურებელი მტკიცებულებები (თითოეულ პარტიაზე ექსპერტის მიერ ნიმუშის აღების ოქმები, აღებული ნიმუშის ანალიზის შედეგები და ა.შ.));
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აუდირებული მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის თაობაზე ინფორმაციის მოძიება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7302 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 26 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის პირველი აგვისტოს №068-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7302 ბრძანების საფუძველზე გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია. აღნიშნულის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოადგენს დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს (არ არის წარმოდგენილი თითოეულ პარტიაზე ექსპერტის მიერ ნიმუშის აღების ოქმები, აღებული ნიმუშის ანალიზის შედეგები და ა.შ.). ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ინფორმაციის გამოთხოვა მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისგან საქმიანობის პროცესში საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილებით განსაზღვრული ნორმების გარდა სხვა სახის დანაკარგების არსებობის შესახებ. მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, აღნიშნულ საკითხში შემოწმებით დარიცხული თანხა დარჩა უცვლელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7302 ბრძანების საფუძველზე გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია. აღნიშნულის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოადგენს დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს (არ არის წარმოდგენილი თითოეულ პარტიაზე ექსპერტის მიერ ნიმუშის აღების ოქმები, აღებული ნიმუშის ანალიზის შედეგები და ა.შ.). ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ინფორმაციის გამოთხოვა მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისგან საქმიანობის პროცესში საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილებით განსაზღვრული ნორმების გარდა სხვა სახის დანაკარგების არსებობის შესახებ. მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, აღნიშნულ საკითხში შემოწმებით დარიცხული თანხა დარჩა უცვლელი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ არ შესრულდა შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7302 ბრძანების საფუძველზე გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია. აღნიშნულის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოადგენს დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს.ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ინფორმაციის გამოთხოვა მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისგან საქმიანობის პროცესში საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილებით განსაზღვრული ნორმების გარდა სხვა სახის დანაკარგების არსებობის შესახებ. მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, აღნიშნულ საკითხში შემოწმებით დარიცხული თანხა დარჩა უცვლელი.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).